როგორც მოსალოდნელი იყო, სფფ-ის პრეზიდენტს არაერთ მწვავე და აქტუალურ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა, მათ შორის, ნაკრებში თემურ ქეცბაიას საქმიანობასა და ზუგდიდის "ბაიასთან" დაკავშირებით.
სხვასთან ერთად, საინტერესო იყო სიჭინავას პასუხი გულშემატკივრის შეკითხვაზე, თუ რა დარჩება ქართულ ფეხბურთში ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ.
- ბატონო ზვიად, თქვენი გადადგომის შემდეგ რას უტოვებთ ქართველ გულშემატკივარს? რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ
- ჩავიბარე ვალები და ფედერაციის ბალანსზე არსებული 3 მილიონი ლარი. როცა მოვედით, ფედერაციას ბაზაც კი არ ჰქონდა, ახლა კი საქართველოში უმაღლესი ხარისხის 13 მოედანია. გარდა ამისა, ფედერაციას ამ დროისთვის 107-მილიონიანი (ლარი) ქონება გააჩნია და არ აქვს არც ერთი თეთრი ვალი.
ელიტრაუნდის მასპინძლობის 8 შესაძლებლობიდან 7 გამოვიყენეთ. 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი ნაკრებები ორჯერ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ ვუტოვებთ ქართულ მომავალს, ანუ ბავშვებს, რომლებიც დღეს არიან... (იხილეთ ვრცლად).
ფედერაციის პრეზიდენტი ვერ იმოქმედებს როგორც კლუბის მენეჯერი.
ის რომ დღეს ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საშუალო ევროპულ ნაკრებშიც ძლივს გაწევდა კონკურენციას ვერ იქენბა სიჭინავას ბრალი.
რაც მან როგორც მენეჯერმა გააკეთა ნამდვილად დასაფასებელია - საბავშო ფეხბურთის პატრონაჟი შედარებით მეტად მაგრამ საკლუბო ფეხბურთის პატრონაჟს ფედერაციას ვერ მოსთხოვ - კლუბის მეპატრონე წყვეტს სტრატეგიას ახალგაზრდა თაობას მისცეს შანსი,ვეტერანებს თუ უვარგის ლეგიონერებს - კაპიტალიზმია ხალხო და ბევრის უვიცობა და არაპროფესიონალზმი.
რამდენი კაცი გვყავს (15 წლის წინანდელთან შედარებით) ევროპის ტოპ 8 ჩემპიონატში? რას აღწევს ქართული კლუბები? ეგ ვერ იქნება სიჭინავას ბრალი
მართალია, რომ ქნქლაძე, ქეცბაია, არველაძეებით ვერ ავდიოდით მე-3 ადგილს ზემოთ და დღეს ეგ მიზანი კიდევ უფრო ფანტასტიკის სფეროა, განა რამდენი გვყავს მოქმდედი ლიგის გამარჯვებული ან უეფას ტურნირების ბომბარდირი?