"რომ მოვედი, ფედერაციას ბაზაც კი არ ჰქონდა, დღეს კი 107-მილიონიანი ქონება აქვს"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სფფ-ის პრეზიდენტს არაერთ მწვავე და აქტუალურ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა, მათ შორის, ნაკრებში თემურ ქეცბაიას საქმიანობასა და ზუგდიდის "ბაიასთან" დაკავშირებით.

სხვასთან ერთად, საინტერესო იყო სიჭინავას პასუხი გულშემატკივრის შეკითხვაზე, თუ რა დარჩება ქართულ ფეხბურთში ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ.

- ბატონო ზვიად, თქვენი გადადგომის შემდეგ რას უტოვებთ ქართველ გულშემატკივარს? რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ
და რას ტოვებთ, როგორც ფინანსური, ასევე ფეხბურთის განვითარების კუთხით?
- ჩავიბარე ვალები და ფედერაციის ბალანსზე არსებული 3 მილიონი ლარი. როცა მოვედით, ფედერაციას ბაზაც კი არ ჰქონდა, ახლა კი საქართველოში უმაღლესი ხარისხის 13 მოედანია. გარდა ამისა, ფედერაციას ამ დროისთვის 107-მილიონიანი (ლარი) ქონება გააჩნია და არ აქვს არც ერთი თეთრი ვალი.

ელიტრაუნდის მასპინძლობის 8 შესაძლებლობიდან 7 გამოვიყენეთ. 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი ნაკრებები ორჯერ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ ვუტოვებთ ქართულ მომავალს, ანუ ბავშვებს, რომლებიც დღეს არიან... (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია თუ შემდგომ ზუგდიდს,სამეგრელოს მიხედავს ბატონი ზვიადი
akhali
14:17 29-01-2014
0
ამ კაცს აქ შედეგი ფაქტია
wc 2018 champion
15:18 29-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული