"ბარსელონასთან" მოგების შემდეგ თბილისის "ლოკომოტივმა" ზედიზედ ორჯერ წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდი თბილისის "ლოკომოტივი" ვალენსიასთან ახლოს მდებარე საკურორტო ქალაქ ალბირიში ემზადება.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა 1-ელ თებერვალს მეორე საკონტროლო შეხვედრა პოლონეთის ექსტრაკლასას "პიასტთან" გამართეს და 0:3 დათმეს. მაისურაძემ მეტწილად ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებმაც "ბარსელონასთან" ძირითადში ვერ ითამაშეს.
იხილეთ: თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]

ანგარიში მე-40 წუთზე პოლონელთა ესპანელმა ლეგიონერმა რუბენ ხურადომ გახსნა. 90-ე წუთზე მსაჯმა გიორგი მაკასარაშვილი გააძევა, რის შემდეგაც იმავე ხურადომ პენალტის ნიშნულიდან "ლოკომოტივს" მეორე გოლიც გაუტანა. 91
-ე წუთზე კი რადოსლავ მურავსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

"ლოკომოტივის" მენეჯერ თამაზ ბოკერიას თქმით, მარტო ალეკო მზევაშვილმა სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. თავის გამოჩენა შეეძლოთ გიორგი არაბიძესა და ლუკა ზარანდიასაც.

ლოკომოტივი: მიქავა (46. ბენდიანიშვილი), ჩიტეიშვილი, გაბაძე, მაკასარაშვილი, კუსიანი, აბურჯანია (60. პატარკაციშვილი), სულთანიშვილი (46. წივწივაძე), მზევაშვილი (77. კიკაბიძე), გუგუშვილი (62. ზარანდია), კანჭაშვილი (72. გოროზია), მ. გავაშელიშვილი (46. არაბიძე).

2 თებერვალს "ლოკომოტივი" ლა მანგას სპორტულ ცენტრში ნორვეგიულ "ოდ გრენლანდს" შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები მომდევნო მატჩს, სავარაუდოდ, 5 თებერვალს გამართავენ. მეტოქე 3 თებერვალს დაზუსტდება. სხვათა შორის, "ლოკომოტივს" ფიზმომზადებაში ეხმარება ფერნანდო გასპარი, რომელსაც ესპანეთში ამ სფეროს ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევენ.

შენიშნავდით, რომ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გორის "დილას" ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ითამაშა. ბოკერიას თქმით, 18 წლის ნახევარმცველი მაისამდე სწორედ "ლოკომოტივში" ითამაშებს.

გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ელიტრაუნდამდე ნაკრების საბაზო გუნდში ვარჯიში და თამაში ამიტომაც ამჯობინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაუშავს ეს წვრთნა და ვარჯიშია მწვრთნელმა ყველა ფეხბურთელი უნდა დატესტოს და გამოცადოს რომ გუნდი დადგეს დაღვინდეს აბა როგორ გვინდა ერთ ამბას არ ვტეხთ თუნდაც ტესტებზე ბარსელონას დამარცხებას ბევრი გუნდი ოცნებობს. მთავარია მწვრთნელის ჩანაფიქრმა გაამართლოს და ევროპის 19 წლამდელებზე ამ ბიჭებმა ითამაშონ მუდმივად ბარსელონაც კი ვერ იგებს და ეიფორიაში არავინ ჩავარდნილა პრინციპული თამაშები რომ ქონოდა მჯერა ეს ბიჭები თავისას გააკეთებდნენ მე მაქვს მათი იმედი და მჯერა არ გაგვიცრუებენ რადგან ჯანსაღი სულის გუნდია
Ermile
16:10 05-02-2014
0
zaza... ყველაფერი კარგადაა. ეს საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრებაა და ის მოგება ბარსასთან დიდი მიღწევაა. ეს ორი წაგება კი უნდა ნახოთ ვისტან იტამასა და ვინ იტამასა... აქ მწვრტნელები არჩევენ, სინჯავენ და ტამაშს აზლევენ იმ ფეხბურტელებს ვისი იმედიც აქვთ შემდგომ, ევროპაზე...არაფერი ცუდი არ ხდება ჯერ-ჯერობით. მთავარია ძირითადმა 19 წლის ბიჭებმა ტავისი ტანატოლები დაამარცხეს.
alex
17:08 04-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული