ჩისკო: რაც "დინამოში" ვარ, ასეთი სისტემით არ გვიმუშავია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მოსამზადებელი ეტაპის მეშვიდე დღეს გუნდის მზადების შესახებ აზრი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩისკომ გამოთქვა:

"ახალ ტაქტიკურ მონახაზზე ვმუშაობთ. რაც "დინამოში" ვარ, ასეთი სისტემით არ გვიმუშავია. "დინამო" საქართველოს გამორჩეული გუნდია და მწვრთნელი ისეთ სქემაზე გვამუშავებს, ვფიქრობ, სათამაშო სტილიც გამორჩეული გვექნება - უფრო შემტევი, კომბინაციური და სანახაობრივი, ისეთი, ჩვენს გულშემატკივრებს რომ გაახარებს.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და ახალწვეულია. ეს მოსამზადებელი ეტაპი დაგვეხმარება ერთ გუნდად შეკვრაში. მოვლენებს არ გავუსწრებ და არაფერს ვიტყვი საქართველოს ჩემპიონატისა და თასის შესახებ. ახლა მხოლოდ მწვრთნელის დავალებების სწორად
შესრულებაზე ვფიქრობთ.

რაც შემეხება მე, სასურველ ფორმას ვუახლოვდები, რაც ფიზმომზადების მწვრთნელის დამსახურებაც გახლავთ",
- თქვა ჩისკომ.

წყარო: fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
ტრავმების ეპიდემია თბილისის "დინამოში"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული