ქართველებმა ჯერ დაიგვიანეს, შემდეგ ტრავმირებული ოქრიაშვილი არ შეგვაცვლევინეს

AutoSharing Option
6 თებერვალს თურქეთის ქალაქ სიდეში ტესტ-მატჩი გაიმართა თბილისის "დინამოსა" და ოდესის "ჩერნომორეცს" შორის, თუმცა უფრო ზუსტი იქნება, რომ ვთქვათ, უნდა გამართულიყო - 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 (ირაკლი ძარია) იყო "დინამოს" სასარგებლოდ, ქართულმა კლუბმა უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე.

ამ შეხვედრაში ოდესელთა გუნდში სასტარტოში იყო თორნიკე ოქრიაშვილი.

ინციდენტის ახსნის ქართული ვერსიის თანახმად:

"მატჩის 65-ე წუთზე, როდესაც "დინამოს" მიჰყავდა შეხვედრა ანგარიშით 1:0, მეტოქის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება, მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მინდორზე გამოვიდა და თამაშში ჩაერთო სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

თბილისის "დინამომ" და მისმა
მთავარმა მწვრთნელმა ეს ფაქტი სამართლიანად მიიჩნია ჩვენი კლუბის უპატივცემულობად და ჩვენმა ფეხბურთელებმა დატოვეს მოედანი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორები სრულად იზიარებენ თბილისის "დინამოს" პოზიციას".

თუმცა სულ სხვა რამეს წერენ უკრაინელები, კერძოდ კი, "ჩერნომორეცის" ოფიციალური საიტი:

აი, რას ამბობს უკრაინელთა თავკაცი რომან გრიგორჩუკი:

"სამწუხაროდ, ბოლომდე თამაში არ გამოვიდა. არადა, ჩვენ ძალიან გვინდოდა თბილისის "დინამოსთან" თამაში, საბჭოთა კავშირის პერიოდში "ჩერნომორეცის" ცნობილ მეტოქესთან.

სამწუხაროდ, თბილისელები არ აღმოჩნდნენ პუნქტუალურები, მოედანზე დაგვიანებით გამოცხადდნენ და მატჩის დაწყება 10 წუთით გვიანღა მოხერხდა.

მეორე ტაიმში ჩვენმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და რომ არ დავრჩენილიყავით უმცირესობაში, მოედანზე მწვრთნელი სტეპან მატვეევი შევუშვი. ამ დროისთვის სათადარიგოთა სკამზე, უბრალოდ, აღარ გვყავდა მინდვრის მოთამაშე.

სხვა ფეხბურთელები არ ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის, ჩვენ ხომ საღამოს მეორე სპარინგი გველოდა, რუმინულ "პეტროლულთან".

სამწუხაროდ, ამას მოჰყვა "დინამოს" ხელმძღვანელობის პროტესტი. მათ გუნდი მოედნიდან გაიყვანეს.

ვერ გამიგია ქართველი კოლეგების გულისტკივილი, ზოგიერთ ასეთ თამაშში მონაწილეობას კლუბის პრეზიდენტებიც კი იღებენ, მაგრამ თავში არავის მოსვლია აზრად, რომ ეს მოწინააღმდეგის შეურაცხყოფაა.

ამის მიუხედავად, "დინამოს" შევთავაზეთ სხვა ვარიანტი: ან სათადარიგო მეკარეს გამოვიყვანდით, ან "დინამოსგან" ვითხოვებდით ფეხბურთელს. სამწუხაროდ, მათ უარი გვითხრეს"
.

თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით კი, "ჩერნომორეცის" პრეზიდენტი შეშფოთებულია მომხდარის გამო და ბოდიშს უხდის დინამოელებს...

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
უპატივცემულობა "ჩერნომორეცისგან": თბილისის "დინამომ" მოედანი დატოვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად.. ეხლა ვინც ყავთ დინამოში იმასაც ისე მოისვრიან ასეთი წესებია აქ უკულტურო და არაპროფესიონალი ხალხი ვართ
zaza
09:32 07-02-2014
0
არსად არ გვაფასებენ! იმიტომ რომ ერთმანეთს არ ვაფასებთ. გაიხსენეთ როგორ გაუშვეს დინამოდან ვ.მაისურაძე და გ.დევდარიანი, ორი უნიჭიერესი მწვრთნელი.
tifozi
20:31 06-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული