"სეონგნემი" კორეის ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბია, რომელსაც 7-ჯერ აქვს ჩემპიონატი მოგებული, 2-ჯერ კორეის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი და 2-ჯერ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მეორე ტაიმში "დილა" ანგარიშით 3:0 მარცხდებოდა, როდესაც შალამბერიძე მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი ლუკა რაზმაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. მეტოქის ყველა
"დილამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ქებურია, აფხაზავა, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი, გოროზია, შენგელია, კორღალიძე, გოგინაშვილი, ახალკაცი, ფოცხვერია.
მეორე ნახევარში შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, გურეშიძე, წიქარიძე, ჯიშკარიანი, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, შალამბერიძე.
9 თებერვალს გორელები თურქული შეკრების მესამე სპარინგს სლოვენიის ლიდერ "მარიბორთან" გამართავენ.
წყარო: fcdila.ge