გორის "დილა" შეკრებაზე კორეულ გუნდთან დამარცხდა

AutoSharing Option
7 თებერვალს გორელების მეტოქე წესით და რიგით ორენბურგის "გაზოვიკი" უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლოს გორელების სპარინგ მეტოქე შეიცვალა და ისინი კორეის უმაღლესი ლიგის ბინადარ "სეონგნემს" ეთამაშნენ.

"სეონგნემი" კორეის ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბია, რომელსაც 7-ჯერ აქვს ჩემპიონატი მოგებული, 2-ჯერ კორეის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი და 2-ჯერ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მეორე ტაიმში "დილა"  ანგარიშით 3:0 მარცხდებოდა, როდესაც შალამბერიძე მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი ლუკა რაზმაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. მეტოქის ყველა
გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა.

"დილამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეყრილაძე, ქებურია, აფხაზავა, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი, გოროზია, შენგელია, კორღალიძე, გოგინაშვილი, ახალკაცი, ფოცხვერია.

მეორე ნახევარში შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, გურეშიძე, წიქარიძე, ჯიშკარიანი, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, შალამბერიძე.

9 თებერვალს გორელები თურქული შეკრების მესამე სპარინგს სლოვენიის ლიდერ "მარიბორთან" გამართავენ.

წყარო: fcdila.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული