ფედერაციას წვრილ-წვრილად აქვს ჩამოწერილი ის საქმე, რომელიც 3 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს და რისთვისაც სახელმწიფომ წელიწადში 33 მილიონი, ჯამში კი 99 მილიონი ლარი უნდა გამოჰყოს.
ფედერაციის პროექტით, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თითოეული კლუბი სეზონის განმავლობაში 1.5 მილიონ ლარს მიიღებს;
ცხადია, ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა მხოლოდ ეს არ არის - განვითარების ყველა მიმართულებაზე ფედერაციას საკეთებელ საქმეებზე ცალ-ცალკე აქვს ჩამოწერილი. ფეხბურთის განვითარების ეს პროექტი ამ უწყებამ ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეათანხმა, მერე კი პრემიერმა, რამდენიმე საკითხის უფრო დეტალურად განსახილველად, სიჭინავა და არველაძე ოპერატიულადვე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან გადაამისამართა.
ეს "რამდენიმე საკითხი" თბილისში ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩისთვის მზადებას, 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას შეეხებოდა. შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კი, ცხადია, ქვეყნის მასშტაბით სტადიონების მშენებლობის განახლება იგულისხმება.
ხოლო, რაც შეეხება ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის სამასპინძლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ამისთვის რუსთავის, გორის, მცხეთისა და თბილისის "დინამო არენა" და "მიხეილ მესხის" სტადიონები უნდა მოწესრიგდეს, ასევე - "ბასას" ტექნიკური ცენტრი.
ფედერაციას უკვე გადაუწყვეტია, რომ 2015 წლის სუპერთასის მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს. არადა, ადრე ამ დიდი შეხვედრის ჩატარებას "მიხეილ მესხზე" აპირებდა. ამ ამბების გარდა, ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მისამართით, ცხადია, კითხვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელფასის თაობაზეც დაისვა, რაზეც ორგანიზაციის თავკაცმა გვიპასუხა - ქეცბაია და მისი თანაშემწეები მომავალში უწინდელზე 30 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენო.
სპორტის სამინისტროსთვის ქეცბაიას ხელფასი პრობლემა იყო, ფედერაციამ კი ეს პრობლემა "მარტივად" მოაგვარა - მწვრთნელს ჯამაგირს თავადვე გადაუხდის. ის თანხა კი, რომელიც სამინისტრომ ქეცბაიას ხელფასზე დაზოგა, ანუ 2 400 000 ლარი, ფედერაციის თხოვნითვე, ლევან ყიფიანის უწყებამ უმაღლესი ლიგის 12 კლუბს უნდა გადაუნაწილოს.
დანარჩენი უკვე სამინისტროს გადასაწყვეტი ყოფილა, ამ ფულს კლუბებს დღეს ჩაურიცხავს, ხვალ თუ სეზონის ბოლოს...
სხვათა შორის, ფედერაციას, ამ მხრივ, ქეცბაიასთან საქმე უკვე მოუგვარებია და მას შემცირებულ ხელფასს წელიწადში სამ ნაწილად მისცემს.
ახლა კი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები 11 თებერვალს გამართული პრესკონფერენციიდან:
* * *
- როგორც იქნა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე სიმართლე გაიგო, - თქვა სიჭინავამ, - ის დაინტერესდა პროექტით და შესაძლო პრობლემების მოსაგვარებლად კომისიის შექმნას შეგვპირდა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს......იმ პროექტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოს წარვუდგინეთ, სამი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში, მოთამაშეების ჩათვლით, 4000 ადამიანი დასაქმდება და კლუბებში, როგორც მენეჯმენტის, ასევე მარკეტინგის საკითხები მოგვარდება. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით კი, დამეთანხმებით, ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით ძალიან ჭირს...
...ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება კონტროლის მექანიზმები, რომ კლუბებისთვის გაცემული თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ შემთხვევაში, ფედერაციას კლუბებისთვის მისაცემ ფულთან შეხება არ ექნება. ისინი სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს პირდაპირ ხაზინიდან მიიღებენ...
...საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათხოვარი არ არის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით და ამ წლის ბიუჯეტიც უკვე დაგეგმილი გვაქვს. ქეცბაიას ხელფასის გასტუმრებაც, ცხადია, შეგვიძლია. საწყენია, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მწვრთნელის ხელფასის გადახდა ჩვენ მოგვიწევდა, მაშინვე გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაგეგმილი ერთი სათამაშო მოედნის გაკეთებას ვეღარ შეძლებდა...
* * *
...ისე, ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ქეცბაიასა და მის ხელფასზე ისე ლაპარაკობდა, ჩანს, მწვრთნელის დარჩენა-არდარჩენის საკითხი აღარ განიხილება - ქეცბაია ნაკრებს მომავალ შესარჩევშიც უხელმძღვანელებს. ახლა გაირკვა, რომ ფედერაცია და ქეცბაია წინა შესარჩევი ციკლის ბოლოს, თურმე, შეთანხმებულან, რომ მომავალში მუშაობა ხელფასის 30-პროცენტიანი სეკვესტრის პირობებში მოუწევდათ. ასეთ პირობებზე ქეცბაიამ და მისმა ამალამ თანხმობა თქვა, მაგრამ...
არის ერთი "მაგრამ" - 23 თებერვალს, ნიცაში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგება და ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდეს, ქეცბაიამ თავად მოინდომოს წასვლა - აღარც თქვენი ნაკრები მინდა და აღარც თქვენი ხელფასიო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
1. არც ერთ კერძო კომპანიას მაგათი სპონსორობა თავისი ნებით არ უკისრია.
2. არც ერთი ტელევიზია მაგათ თამაშებს უფასოდაც (!!!) არ აჩვენებს.
3. არცერთ თამაშზე მაყურებელია არ დადის (ძალიან იშვიათი გამონაკლისებისა).
100 მილიონი ლარი 3 წელიწადშიო, ეს ნიშნავს 33მლნ წელიწადში და მაგ ფულით ყველა ქართველ მასწავლებელს შეიძლება ხელფასი მოუმატო თვეში 40 ლარით. ან, ყველა უნარშეზღუდულს დაუნიშნო ნორმალური პენსია.
საბავშვი ფეხბურთი რომ დაეფინანსებინათ ამას კიდევრ აღAცა ახსნა ექნებოდა, მაგრამ უმაღლესი ლიგის კლუბები, რომლებსაც 100 მაყურებელი ვერ მოუყვანიათ სტადიონზე რატომ უნდა ვაფინანსოთ?
ანუ, ვინ არის ამ პროექტის მოხეირე?
ვისაც მოგწონთ შემოთავაზება დამიკავშირდით მისამართზე: აღმაშენებლის პრ. 117. ნებისმიერ დღეს 17.00-დან 18.00 საათამდე.
რაც შეეხება ფედერაციის მიერ წარმოდგენილ პროექტს, რატომღაც არ ჩანს, რომ მოგების მოტანა შეუძლია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხა (99 მილიონი ლარი) უკან დაბრუნდება. ეს ხალხის ფულია და მათ უკითხავად "გადაყრა" არასწორად მიმაჩნია.