ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, თასის გათამაშების და "ვერცხლის ლიგის" შემდეგ, სეზონი "ოქროს ლიგაშიც" განახლდება.
16 თებერვალს, სპორტკომპლექს "არენა 2"-ში (ქარიშხალა), "ოქროს ლიგის" VI ტურის მატჩები გაიმართება.
კვირასვე, "ვერცხლის ლიგის" ორი გადადებული შეხვედრაც გაიმართება.
მატჩები, 16:00 სთ-დან დაიწყება.
16.02.2014. სპორტკომპლექსი "არენა 2"
ვერცხლის ლიგა (გადადებული შეხვედრები)
16:00 VTB ბანკი - Georgian Manganese (ზესტაფონი)
17:00 Georgian Manganese (ჭიათურა) - CFCP
-decoration: underline;">
ოქროს ლიგა - VI ტური
18:00 "ალგო" - PSP
19:00 ნატახტარი - "ერისთავის იურიდიული ჯგუფი"
20:00 DHL - პროგრეს ბანკი
21:00 TTC (თბილისის სატრანსპორტო კომპანია) - საქართველოს უნივერსიტეტი
ამ ტურის წინ, "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილს ოთხიდან ოთხი მოგებით "ნატახტარი" ლიდერობს, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება "პსპ".
თუმცა ლიდერს, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "პროგრეს ბანკის" გუნდი კი 9 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ტოტალიზატორი "ევროპაბეთი" "ოქროს ლიგის" მატჩებზე ფსონების მიღებას უზრუნველყოფს. ფსონები 16 თებერვალს, დილიდან გამოქვეყნდება.
* * *
ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM-ის ორგანიზებით იმართება.
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი"
"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი თი ბი ბანკი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.
ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge
ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს სამსახური