ტური "ალგოსა" და პსპ-ს დაპირისპირებით დაიწყო, რომლის დროსაც მაყურებელმა ორივე გუნდის შესრულებით დაძაბული და სანახაობრივი ფეხბურთი იხილა, რომელიც სენსაციური შედეგით დასრულდა.
გამარჯვებულის ბედი მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე, "ალგოს" ფეხბურთელის, ნიკა ჩალაძის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარ გუნდს მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოუტანა - 1:0, რაშიც უდიდესი წვლილი "ალგოს" მეკარეს, ემზარ გოგიშვილსაც მიუძღვის. პსპ-მ კი
აღსანიშნავია, რომ "ალგოს" შემადგენლობაში, რომელიც ვეტერანი "ფუტსალელებით" და მათი მეგობრებით არის დაკომპლექტებული, პირველი მატჩი ითამაშა ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა და პრიზიორმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა გიორგი გოგშელიძემ.
მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა პრინციპული მეტოქეების, "ნატახტარისა" და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ "იურისტებმა" ანგარიში მატჩის საწყის წუთებზევე გახსნეს, მოქმედმა ჩემპიონმა შეძლო შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და "ოქროს ლიგაში" ჩატარებულ მეხუთე შეხვედრაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - 4:2 "ნატახტარის" სასარგებლოდ.
ტურის მომდევნო შეხვედრა, რომელიც DHL-ისა და "პროგრეს ბანკის" გუნდებს შორის გაიმართა, მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა და "ბანკირების" გამარჯვებით, 9:6 დასრულდა.
განსაკუთრებით გამოყოფის ღირსია "პროგრეს ბანკის" კარში ჰეთ-თრიქის ავტორის, ბიჭი მენთესაშვილის თამაში, რომელსაც სამიდან ორი შედეგიანი დარტყმა მართლაც ბრწყინვალე გამოუვიდა. "პოკერით" გამოირჩა "პროგრეს ბანკის" ლიდერი ზურა ცერცვაძე.
"ოქროს ლიგის" ტური სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებულმა "სტუდენტებმა" 6:3 დაამარცხეს მეტოქე.
ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ემზარ გოგიშვილი (ალგო), კახა ხამხაძე (ნატახტარი), დავით დარჩია (ნატახტარი), ზურა ცერცვაძე (პროგრეს ბანკი), ბიჭი მენთესაშვილი (DHL), გოგლა ჭოხონელიძე (ს.უ).
ტურის საუკეთესო მოთამაშედ კი დიმა მაყიშვილი (ნატახტარი) დასახელდა.
"ოქროს ლიგას" 5-დან 5 მოგებით და 15 ქულით "ნატახტარი" ლიდერობს, მასზე ერთი თამაშით მეტი და 3 ქულით ნაკლები აქვს "პროგრეს ბანკის" გუნდს, ხოლო პსპ 10 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
16 თებერვალსვე "ვერცხლის ლიგის" ორი გადადებული შეხვედრაც გაიმართა. "ვითიბი ბანკის" გუნდმა "ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონი" დაამარცხა - 4:2 და წაუგებელი სვლა განაგრძო, ხოლო "ჭიათურელებმა" დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს სძლიეს - 4:1.
16.02.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ოქროს ლიგა. VI ტური
მ.ფ.კ "ალგო" - PSP 1:0გოლები: 40 წთ, ჩალაძე (1:0)
ალგო: 1. ემზარ გოგიშვილი, 3. ნიკა ჩალაძე, 7. გიგი ბაშელეიშვილი, 10. გიორგი რევაზიშვილი, 21. გიორგი გუნია, 9. გიორგი ფურცელაძე
სათადარიგოები: 17. დავით ლუკავა, 73. ზაალ ქუთათელაძე, 24. მალხაზ ჯორბენაძე, 49. გიორგი გოგშელიძე
PSP: 13. სერგი ჩიტორელიძე, 3. თემო კვირკველია, 8. ლევან მეგრელიშვილი, 10. გივი კაციტაძე, 20. ლევან სარდანაშვილი, 21. ლევან კახობერაშვილი
სათადარიგოები:1. ალექსანდრე შარაშიძე, 5. აკაკი ქავთარაძე, 6. ლევან ყუფარაძე, 7. მირიან მირგატია, 9. ლაშა გურგენიძე, 99. დავით კაკუბერი
ნატახტარი - ერისთავის იურიდიული ჯგუფი 4:2
გოლები: 8 წთ, ი. სეფერთელაძე (0:1), 9 წთ, კაპანაძე (1:1), 16 წთ, მიდელაური (2:1), მაყიშვილი (3:1), 34 წთ, ყაზარაშვილი (4:1),35 წთ, ი. სეფერთელაძე (4:2)
ნატახტარი: 1. ვასო საბაშვილი, 2. დიმა მაყიშვილი, 6. დავით დარჩია, 10. გიორგი სეფერთელაძე, 13. კახა ხამხაძე, 14. გიორგი მშვიდობაძე
სათადარიგოები: 12. გია გონგაძე, 4. იაგო კაპანაძე, 11. ლაშა მიდელაური, 17. ზურა ჩიტიშვილი, 21. გიორგი ყაზარაშვილი
ერისთავი: 22. ალექს ჯავახიშვილი, 2. ირაკლი სეფერთელაძე, 8. დავით ნაკანი, 10. გია ნინოშვილი, 88. ოთარ მგელაძე, 96. ზურა ძაგანია
სათადარიგოები: 7. ლაშა მდივანი, 9. შალვა ლაცაბიძე, 25. კახა კუჭავა, 47. გიორგი გაგილაძე
DHL - პროგრეს ბანკი 6:9
გოლები:11 წთ, კვანტალიანი (0:1),13 წთ, ცერცვაძე (0:2), 14 წთ, ჩიხრაძე (0:3), 15 წთ, ბ. მენთესაშვილი (1:3), ბ. მენთესაშვილი (2:3), 18 წთ, ბ. მენთესაშვილი (3:3), 20 წთ, ცერცვაძე (3:4), 23 წთ, ცერცვაძე (3:5), 29 წთ, დვალი (4:5), 31 წთ, ჩიხრაძე (4:6), 33 წთ, ხლაპუსტოვი (4:7), 36 წთ, უ. ჩხაიძე (4:8), 37 წთ, მ. მენთესაშვილი (5:8), 39 წთ, გარსევანიშვილი (6:8), 40 წთ, ცერცვაძე (6:9)
DHL: 1. არჩილ გიორგობიანი, 2. ზურა გარსევანიშვილი, 8. გიორგი დვალი, 9. აკაკი ტეტუნაშვილი, 11. მამუკა მენთესაშვილი, 13. ბიჭი მენთესაშვილი
სათადარიგოები: 7. დენის ჟივოგლაზოვი, 10. კახი კაკაბაძე.
პროგრეს ბანკი: 1. ირაკლი გედენიძე, 4. გიორგი კვანტალიანი, 9. აკო ხლაპუსტოვი, 10. უჩა ჩხაიძე, 20. ზურა ცერცვაძე, 41. ლევან ჩიხრაძე
სათადარიგოები: 2. დავით ფანჩულიძე, 5. ირაკლი ჩხაიძე, 22. გია ფოჩხუა
სატრანსპორტო კომპანია(TTC) - საქართველოს უნივერსიტეტი 3:6
გოლები: 6 წთ, ჭოხონელიძე (0:1), 17 წთ, ჭოხონელიძე (0:2), 20 წთ, ღლონტი (2:1), 33 წთ, კურბანოვი (1:3), 36 წთ, კურბანოვი (1:4), 38 წთ, ჭოხონელიძე (1:5), 39 წთ, კასრაძე (2:5), 40 წთ, ქუცურუა (2:6), 40 წთ, კობახიძე (3:6)
TTC: 1. ბექა სიბაშვილი, 2. მიხეილ ზაქაიძე, 5. ლაშა კობახიძე, 10. სერგი დარსაველიძე, 11. ნოდარ ქუქჩიშვილი, 121. ლევან კასრაძე
სათადარიგოები: 7. გურამ ღლონტი, 8. ვიქტორ კერესელიძე, 9. გიორგი ბერიშვილი, 12. გიორგი კელენჯერიძე, 131. დიტო დემურიშვილი
ს.უ. :1. ვასილ გვარამაძე, 2. გოგლა ჭოხონელიძე, 5. უბუ ჯორჯი, 7. ლაშა ქუცურუა, 13. მირიან ჯანგავაძე, 3. რასიმ კურბანოვი
სათადარიგოები: 16. ვიტო ტატიშვილი, 15. თენგო მეზვრიშვილი, 8. ბექა სხირტლაძე, 9. საშა კორნეევი, 10. გელა ლაბაძე, 11. ზურა ბიძინაშვილი
16.02.2014. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ვერცხლის ლიგა. (გადადებული შეხვედრები)
ვითიბი ბანკი - Georgian Manganese (ზესტაფონი) 4:2გოლები: 6 წთ, თევზაძე (1:0), 14 წთ, თევზაძე (2:0), 15 წთ, ჯობავა (3:0),32 წთ, დარსალია (4:0), 36 წთ, მუმლაძე (4:1), 38 წთ, გ. მანჯავიძე (4:2)
ვითიბი: 16. გიორგი ჩიღოშვილი, 2. ნოდარ მაჭავარიანი, 6. ლაშა ხაინდრავა, 9. გიორგი სულაძე, 10. ვალერიან მაჭავარიანი, 71. გოდერძი თევზაძე.
სათადარიგოები: 4. იმედა დარსალია, 8. გიორგი ჯობავა, 11. მიხეილ ბუსხრიკიძე, 25. ლევან ალადაშვილი.
GM-ზესტაფონი: 1. ოთარ მაჭავარიანი, 3. მამუკა გაბრიჭიძე, 4. რამაზ კელენჯერიძე, 8. ზურაბ მანჯავიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე, 11. გიორგი მანჯავიძე
სათადარიგოები: 5. გელა ყუბარაძე
Georgian Manganese (ჭიათურა) - დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) 4:1
გოლები: 3 წთ, ალავიძე (0:1), 7 წთ, გოგიბერაშვილი (1:1), 7 წთ, გოგიბერაშვილი (2:1), 30 წთ, კიკვიძე (3:1), 40 წთ, გოგიბერაშვილი (4:1)
GM-ჭიათურა: 1. გიორგი ბადურაშვილი, 3. დავით შეყილაძე, 4. გიგა კიკვიძე, 5. გოგა ბიწაძე, 6. დავით რობაქიძე, 10. მიხეილ გოგიბერაშვილი
სათადარიგოები: 7. გიორგი შუბლაძე, 8. ზურა გაფრინდაშვილი, 9. გიორგი იაკობიძე
CFCP: 1. დავით ბაქრაძე, 20. გიორგი ალავიძე, 9. მიხეილ ლობჟანიძე, 5. ირაკლი ხელაძე, 13. გიორგი ნიკოლაიშვილი, 23. მიხეილ მიქაშავიძე
სათადარიგოები: 6. მიხეილ ავეტისოვი, 8.ნუკრი ხითარიშვილი
* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს, SBM-ის ორგანიზებით იმართება."ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი", რომელიც "ოქროს ლიგის" თამაშებზე ფსონების მიღებას უზრუნველყოფს.
"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი თი ბი ბანკი".
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.
ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge
ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტპორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური