ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოში ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისია საქართველოში ფეხბურთის სამომავლო აღორძინებისთვის გამიზნული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დებულება საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისიის შექმნის შესახებ.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ღარიბაშვილი
- საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმ­ჯდომარე;
კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების მინისტრი;
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
აკაკი ლოდია - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დომენტი სიჭინავა -საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
რევაზ არველაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენე­რალური მდივანი;
ალექსანდრე ჩივაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;
მურთაზ ხურცილავა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;

საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები: რომან ფიფია, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ილია კოკაია.

კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმ­ჯდო­მარის გადაწყვეტილებით, შეიძ­ლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარ­­­მო­­მად­გენ­ლე­ბი.

კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;
კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუ­ბე­ბის დაფინანსების გაზ­რ­დის მიზნით;
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონი­სძიე­ბე­ბის დაგეგმვა;
მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;
კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყ­ვა­რუ­ლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
უეფას სუპერთასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდი­ნა­­ცია;
2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევრო­პის ჩემ­პიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორ­დი­ნაცია;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
კომისიის წევრების აკდემია ბავშვზე
100 ლარი, დინამო...
90 ლარი საბურთალო (ხელოვნური უხარისხო მინდვრით)
ზესტაფონს კი საერთოდ არ ყავს ბავშვთა გუნდი აკადემიაზე საუბარი ზედმეტიადღემდე...
puma
22:03 24-02-2014
0
დაბრუნდნენ წითელი ინტელეგენცია თავის მშობლების მიერ დაბევებულ საშვილისვილი ადგილზე, რათქმა უნდა ვერ შეეგუებედნენ ამ პრივილიეგების დაკარგვას.
gaga
15:40 24-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული