ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა: რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. წინ პლეი-ოფებია.

AutoSharing Option
2 მარტს, "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში" მორიგი შერეული ტურის თამაშები გაიმართება.

"ოქროს ლიგის" ბოლო, VII ტურის მატჩების პარალელურად, სპორტკომპლექსი "არენა 2" (ქარიშხალა), "ვერცხლის ლიგის" სამ გამოტოვებულ შეხვედრასაც უმასპინძლებს.


02.03.2014. ოქროს ლიგა - VII ტური
14:00 საქართველოს უნივერსიტეტი - DHL
15:00 პროგრეს ბანკი - "ალგო"
17:00 PSP - ნატახტარი

02.03.2014. ვერცხლის ლიგა (გადადებული შეხვედრები)

16:00 BP Georgia - "საქართველოს ბანკი"
18:00 Georgian Manganese (ჭიათურა) - VTB ბანკი
19:00 CFCP - ნატახტარი - 2

რაც შეეხება, "ერისთავის იურიდიული ჯგუფისა" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის"(TTC)
გუნდების შეხვედრას, რომელიც "ოქროს ლიგის" ამ ტურში უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ 16 მარტს გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფში.

"ვერცხლის ლიგაში" კი ამ მატჩების გარდა, კიდევ ერთი ტური და სამი გამოტოვებული შეხვედრაა დარჩენილი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "ოქროს" და "ვერცხლის" ლიგის პლეიოფის სერიის პირველი მატჩები, 30 მარტს გაიმართება, მანამდე კი თასის გათამაშების ნახევარფინალისტების ვინაობა უნდა გაირკვეს.

ბომბარდირები
ოქროს ლიგა:
ზურა ცერცვაძე (პროგრეს ბანკი) - 11 გოლი;
დავით ნაკანი, გია ნინოშვილი (ერისთავი) - 6 გოლი;
ნიკა ჩალაძე (ალგო), გოგლა ჭოხონელიძე (ს.უ), გიორგი დვალი (DHL) - 5 გოლი

Sportall.Ge

ვერცხლის ლიგა:
მიხეილ წეველიძე (ნატახტარი-2) - 12 გოლი;
გიორგი ლეჟავა (ლილო 1) - 11 გოლი;
მანუჩარ მუმლაძე (GM-ზესტაფონი) - 10 გოლი;
გიორგი სეფერთელაძე (ნატახარი-2) - 9 გოლი.

Sportall.Ge

* * *
ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM-ის ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი თი ბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია, სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.

სპორტული სააგენტო SBM -ის პრეს სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული