სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ღიად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოღონდ უცნობია, თავად არჩევნები როდის გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს ეწურება, თუმცა სფფ-ის წესდების თანახმად, არჩევნების დანიშვნა მას 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.

ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, არჩევნები მას შემდეგ დაინიშნება, რაც თბილისი 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს, თუმცა ეს ჯერ მაინც ვარაუდია.

კანდიდატი კი ამ ეტაპზე ოთხია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი
დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორვარდი - ვლადიმერ გუცაევი.

არჩევნებამდე ჯერ დროა და ამ თემაზე წერა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. ახლა კი მხოლოდ ერთს ვისურვებთ: იქნებ ბოლოდროინდელ ტრადიციას ვუგანოთ და ჩავატაროთ სახელმწიფოს ნებისგან სრულიად თავისუფალი არჩევნები. ეს ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კანდიდატებში უარესი რა თქმა უნდა არველაძეა სამწუხაროდ ყველაზე მეტი შანსიც მას გააჩნია, არველაძეა მამა კორუფციის ქართულ ფეხბურთში, ჩაწყობა გადაწყობას ალბათ ერთად ჩალიჩობენ კლუბების მეპატრონეებთან და სწორედ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი.
0
მიხეილ ყაველაშვილი ცალსახად საუკეთესოა.პროფესიონალიზმი,განათლება.პატიოსნება,ქრთველობა აი რით გამოირჩევა დანარჩენაბისაგან.
babuko
05:18 20-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული