რა თამაში წამოიწყო ზვიად სიჭინავამ? პრეზიდენტს პოსტის შენარჩუნება მოუნდა

AutoSharing Option
ზვიად სიჭინავამ ადრე თქვა, რომ 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა და თავისი ციკლის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებდა. მეტიც, ვიცით, რომ მცირე ხნის წინ, უეფას ოფისში ვიზიტის დროს, ამ საკითხით მიშელ პლატინიც დაინტერესდა და მასთანაც იგივე ბრძანა.

მაგრამ 19 ნოემბერს, მოულოდნელად, სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა.

"დიახ, ადრე განვაცხადე, რომ არჩევნებში ჩემი კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებდი. თუმცა ბოლო დროს რა ლაპარაკიც მესმის და რა კანდიდატებიც გამოჩნდნენ, ამის გათვალისწინებით, ჩემი კანდიდატურის წამოყენებასაც არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ ამ
პოსტისთვის 4 კანდიდატურა ცოტაა. მათი სიმრავლე ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებაში მხოლოდ დაეხმარება", - თქვა სიჭინავამ.

ეს განცხადება, რაც ბევრმა სერიოზულად აღიქვა, სიჭინავამ ისეთი ტონით თქვა, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ხუმრობდა. თუმცა... აი, მომდევნო კომენტარიც:

"სერიოზულად ვამბობ! წავიკითხე, რომ არიან კანდიდატები სუფთა წარსულით. ალბათ, მე ჭუჭყიანი წარსულით ვარ. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ კანდიდატურა მეც წამოვაყენო. მინდა ერთი შანსი ჩემთვისაც დავიტოვო".

ცნობილია, რომ ფედერაციის პრეზიდენტობას სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უმიზნებს. სიჭინავა მათ შორის კონკურენციაზე მთელი სერიოზულობით კი ცდილობდა ლაპარაკს, მაგრამ ხუმრობანარევი ტონი აქაც იგრძნობოდა:

"სერიოზულად ვამბობ! მე და არველაძე ძმები კი არ ვართ! ბიზნესი არის ბიზნესი"!

ძნელი სათქმელია, რა ჩანაფიქრი ჰქონდა სიჭინავას, როცა ესოდენ სერიოზულ თემაზე მედიას ხუმრობით ელაპარაკა. ისე ჩანს, რომ მან რაღაც ახალი თამაში წამოიწყო - მარტომ თუ წყვილში? ამას დრო გამოაჩენს.

ცხადია, "სუფთა წარსულთან" დაკავშირებით სიჭინავა გამოეხმაურა ლევან კობიაშვილის განცხადებას, რომელმაც ორიოდ დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება დაადასტურა.

ფაქტობრივად, უკვე იგრძნობა 2015 წლის ცხელი შემოდგომის სურნელი. სწორედ შემოდგომისთვის აპირებს ფედერაცია არჩევნების დანიშვნას.

თუმცა მანამდე დიდი დროა და არავინ უწყის, რა ხასიათზე დადგება სიჭინავა იმ დროისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?
მკითხველის კომენტარები / 16 /
biznesi aris biznesi.agiara am sitkvebit rom federacia biznes centria savachro obiekti.
Kaxa
21 ნოემბერი 2014 20:47
0
jaba ხო ხო მაგარი ხალხი მოვა ჯამარაულის და კობიაშვილისი ნაირი "ჯიგარსონები"
123
21 ნოემბერი 2014 11:12
0
შენარჩუნება უნდა....
ხაჭაპური არ უნდაააა??
ფედერაციიდან პირველი წასასვლელი ეგაა ეგ. ეგ და არველაძეეები
და საერთოდ მაგ სიჭინავას ფეხბურთში რა უნდაა??
papa
21 ნოემბერი 2014 01:58
0
KAXA-ს ვეთანხმები სიჭინავა ვერ მოიგებს მაგრამ, არველაძეს გადახდილი აქვს და დიდი შანსია ეგ გახდეს პრეზიდენტი! ამიტომ უნდა მივადგეთ ფედერაციას და ძალა ვაჩვენოთ! თორემ არველაძე სიჭინავაზე ადრე მივიდა ფედერაციაში და აგერ რა დღეშია ქართული ფეხბურთი მაგას რომ კითხო აშკარა პროგრესია ქართულ ფეხბურთშიო ამიტომ არ უნდა დავუშვათ ჩვენ გულშემატკივრებმა არველაძის გაპრეზიდენტება !!!
PSG
20 ნოემბერი 2014 23:03
0
წაყევით ქეცქაიას
geronti
20 ნოემბერი 2014 21:47
0
ამის უნამუსო ცირკაჩობა რა ვთქვი მე :) 4ზე მეტი კანდიდატიო ტოო. თვითონ ხო 20 კაცში გახდა პრეზიდენტი? მარტო იყო ტიპი, იმენა დასვეს :P ეს არველაძეები კიდე ვინ არიან, არ გადაგვაყოლეს? ამ ფედერაციის დანახვა არ მინდა. იმედია კარგი ხალხი მოვა.
jaba
20 ნოემბერი 2014 21:43
0
циркачебма ро мартес картули фехбурти имтоа каркд сакме
кахабер
20 ნოემბერი 2014 19:31
0
kvela gulshematkivari arakaci ikos tu daushvit sichinavas an arveladzis prezidentoba.50 000 makurebeli stadionze rom midis mokluli gulit brumdeba saxlshi ki ara pederacias unda mivadget .es 100% gasaketebelia.tore archevnebshi xvela moskidulia.
Kaxa
20 ნოემბერი 2014 17:45
0
რა ტკბილია სკამი?ამას რევოლუციით უნდა რომ ჩამოვაგდოთ?ამ არველაძეებმა კიდევ რა შეაძულეს მთელ ერს თავი.
zas.
20 ნოემბერი 2014 16:38
0
ეს ჟურნალისტები ესე ჯიუტად რატომ იმეორებთ შემოდგომას? რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, იანვარში გასდის ვადა ამის "პრეზიდენტობას". ეხლა ხალხმა უნდა ვიაქტიუროდ და მტავრობამაც მკაცრად დააყენოს საკითხი რომ არჩევნები დაინიშნოს წლის დასაწყისში. ეს ცირკაჩი რომ რაგაცას მაიმუნობს არველაძესთან ერთად ეგეც ფაქტია, აბა პრეზიდენტი რომ ვერ გახდება ძალიან კარგად იცის თვითონაც.
domentii
20 ნოემბერი 2014 14:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული