თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" იუბილეს ტაშკენტშიც აღნიშნავენ

AutoSharing Option
1964 წელს თბილისის "დინამო" პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. წლეულს "ოქროს ბიჭების" ტრიუმფს 50 წელი შეუსრულდა. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სადაც "დინამო" ჩემპიონი გახდა, ასევე მოეწყობა იუბილესთვის მიძღვნილი ღონისძიება.

22 ნოემბერს "ფახთაქორზე" გაიმართება მატჩი "ფახთაქორისა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანებს შორის.

ტაშკენტში ჩავლენ იმ მატჩის გმირები - ვლადიმერ ბარქაია და გიორგი სიჭინავა.

ასევე - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, ნუკრი კაკილაშვილი, კახა ცხადაძე და სხვები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იქნებოდა დინამოს ხელმძვანელობას მოეწყო ამ გუნდების ვეტერნების და ძირითადის შეხვედრა.
gizog
11:59 21-11-2014
0
ეს მართლაც ეროვნული დღესასწაული იყო.
gizog
11:57 21-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული