აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ეგიდით ჩატარდება.
წლევანდელ შეჯიბრებაში 2003 წელს დაბადებული ნორჩი ფეხბურთელები ითამაშებენ. გუნდებს წილისყრა 18 დეკემბერს დააწყვილებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"