ჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...უკვე მსაჯის მიერ დამატებული პირველი წუთი მიმდინარეობდა, "დინამომ" მორიგი შეტევა რომ წამოიწყო: მათე ცინცაძემ მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაკიდა, სადაც "ჩიხურას" ცენტრალური მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელ მოქმედებას ის მოჰყვა, რომ გადმოვარდნილ ბურთს თავი მარჯვედ შეაგება ჩისკომ და ეფექტური დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა!
ჰო, მართლაც სიმბოლური იყო, 34 წლის ჩისკომ თავისი აქტიური საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი მატჩი ასე წარმატებით რომ დაასრულა: უკანასკნელ ტიტულს მისი უკანასკნელი გოლი "დასჭირდა"!

სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩისკოს საქართველოში ყველაფერი
მოგებული ჰქონდა: ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და "ლელოს" ვერსიითაც ასევე ორჯერ იქნა მიჩნეული საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

ანუ ქართული ტიტულებიდან ერთადერთი, სუპერთასიღა აკლდა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ამ მართლაც გამორჩეულ და, უდავოდ, ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერს;

და აი, ჩისკომ ეს ტიტულიც მოიპოვა და "ვალენსიას" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი, უეფასა და ევროპის სუპერთასის მფლობელი, "დინამო თბილისიდან" და საერთოდ, საქართველოდან ვალმოხდილი მიდის...

...გუშინდელი სუპერთასის მატჩი ჩისკოსთვის "ჩვეულებრივი" პაექრობა რომ არ იყო, სტადიონზე მყოფებთან ერთად, ალბათ, ტელემაყურებელიც შეამჩნევდა: კარიერის უკანასკნელი გოლის მერე "დინამოს" ესპანელი კაპიტანი ცრემლებს ვერ იკავებდა!

გულისხმიერ ჩისკოს არც თავის ერთგულ ფანებთან მისვლა და მადლობის გადახდა დავიწყებია, - მერე კი იყო სამახსოვრო საჩუქრები "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიასგან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებისგან - ალექსანდრე ჩივაძისა და გია ფირცხალავასგან.

რაღა თქმა უნდა, იყო ტაშიც: გოლიდან რამდენიმე წამში "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა მართლაც მადლიერი ჟესტი გააკეთა, როცა ჩისკო გამოცვალა და ტრიბუნებსაც ოვაცია არ დაუშურებია "დინამოსა" და საერთოდ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგიონერის მისამართით!

ვინ-ვინ და, ჩისკომ ეს ტაში და ოვაცია ალალად დაიმსახურა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაღაცნაირად შემეცოდა ჩისკო
fanat
13:11 12-12-2014
0
ლაშა მართალი ხარ!ჩვენ თუ დავაფასეთ ადამიანი,ე.ი მართლა ღირსია პატივისცემის!მოკლედ და აზრიანად არის ნათქვამი,იმიტომ რომ-ები აღარ უნდა,ისედაც ვიცით,რა ერი გავხდით,ამ ბოლო დროს უფრო...
davidbe
11:23 12-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული