10:32 12-12-2014
ჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]
AutoSharing Option
ჰო, მართლაც სიმბოლური იყო, 34 წლის ჩისკომ თავისი აქტიური საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი მატჩი ასე წარმატებით რომ დაასრულა: უკანასკნელ ტიტულს მისი უკანასკნელი გოლი "დასჭირდა"!
სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩისკოს საქართველოში ყველაფერი მოგებული ჰქონდა: ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა საქართველოს თასს, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და "ლელოს" ვერსიითაც ასევე ორჯერ იქნა მიჩნეული საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.
ანუ ქართული ტიტულებიდან ერთადერთი, სუპერთასიღა აკლდა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ამ მართლაც გამორჩეულ და, უდავოდ, ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერს;
და აი, ჩისკომ ეს ტიტულიც მოიპოვა და "ვალენსიას" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი, უეფასა და ევროპის სუპერთასის მფლობელი, "დინამო თბილისიდან" და საერთოდ, საქართველოდან ვალმოხდილი მიდის...
...გუშინდელი სუპერთასის მატჩი ჩისკოსთვის "ჩვეულებრივი" პაექრობა რომ არ იყო, სტადიონზე მყოფებთან ერთად, ალბათ, ტელემაყურებელიც შეამჩნევდა: კარიერის უკანასკნელი გოლის მერე "დინამოს" ესპანელი კაპიტანი ცრემლებს ვერ იკავებდა!
გულისხმიერ ჩისკოს არც თავის ერთგულ ფანებთან მისვლა და მადლობის გადახდა დავიწყებია, - მერე კი იყო სამახსოვრო საჩუქრები "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიასგან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებისგან - ალექსანდრე ჩივაძისა და გია ფირცხალავასგან.
რაღა თქმა უნდა, იყო ტაშიც: გოლიდან რამდენიმე წამში "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა მართლაც მადლიერი ჟესტი გააკეთა, როცა ჩისკო გამოცვალა და ტრიბუნებსაც ოვაცია არ დაუშურებია "დინამოსა" და საერთოდ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგიონერის მისამართით!
ვინ-ვინ და, ჩისკომ ეს ტაში და ოვაცია ალალად დაიმსახურა!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაღაცნაირად შემეცოდა ჩისკო
4
0
აა კაცი. გენაცვალე სულში. ქართულ ფეხბურთს სხვა ყველაფერთან ერთად მაღალი დონის ლეგიონერები ჭირდება განვითარებისთვის. ჩისკოს ნაირი 10 მაინც რო თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატში ბევრად კარგი იქნებოდა მაგრამ ფარა უნდა მაგას
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული