ხავიერ ძანეტიმ ქართველ ფანებს მადლობა პირადად გადაუხადა

AutoSharing Option
11 დეკემბერს, ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე, აზერბაიჯანულ "ყარაბაღსა" და მილანის "ინტერს" შორის ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას იტალიური კლუბის ქართველი ფანებიც დაესწრნენ.

მატჩის დაწყებამდე "ინტერის" ქართველმა გულშემატკივრებმა გადმოფინეს ბანერი, რომელზეც სახელგანთქმული კლუბის არგენტინელ ლეგენდას, აწ უკვე კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის თბილი სიტყვებით მიმართავდნენ.

სხვათა შორის, ძანეტიმ ქართველებს მადლობა პირადად გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ თამაშამდე ორი დღით ადრე ბაქოს პოლიციამ "ინტერის" ქართველ ქომაგებსა და ადგილობრივ ფანებს შორის ინციდენტი აღკვეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაქოში მილანის "ინტერის" ქართველ ფანებზე საცემრად გაიწიეს
[PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფერი ინციდენტი არ მომხდარა გულშემატკივრებს შორის... და დეზინფომარიცას რატომ ავრცელებთ?
არა დეზნფომარციას
16:15 14-12-2014
0
მეც ვნახე აზერიფუტბოლზე დაიწერარო პოლიციამ აღკვეთა ჩხუბის საფრთხეო ნუ აზერები ესე წერენ
mkitxveli
16:24 14-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული