ბატონმა ლევან ყიფიანმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მომავალ წელს ფედერაციაში არჩევნებია და მას ჯანსაღი ძალების გამარჯვების იმედი აქვს, ხოლო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, ჯანსაღია თუ არაჯანსაღი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ბატონმა მინისტრმა ბრძანა:
"ეს არის, მე ვიტყოდი, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინა".
აღსანიშნავია, რომ მანამდე ბატონი ლევან ყიფიანი იმის შესახებ საუბრობდა, როგორი მიდგომა აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ მინისტრის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია და ხელს არ უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს, რომ ბატონი მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოლიტიკური შინაარსის განცხადებას აკეთებს ფეხბურთის ფედერაციის მისამართით.
ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია განაცხადოს, რომ როგორც ფედერაციის ხელმძღვანელ რგოლებში, ასევე სხვა სამსახურებრივ საფეხურებზე მუშაობენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი თანამშრომლები, სპეციალისტები, რომელთა შერჩევა არც მომხდარა და არც მოხდება პოლიტიკური ნიშნით.
აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ბატონი მინისტრის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადების გამო და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით ვითანამშრომლოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, პირადად ბატონ მინისტრთან.
ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე განცხადებები ფეხბურთის ფედერაციის მისამართით აღარ განმეორდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია