"ლელო" რეკონსტრუქციის დეტალებზე წერდა.
თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს "დინასტიასთან" გააფორმა, რომელსაც არქიტექტურის დოქტორი არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობს და ცვლილებებსაც მისი ჯგუფი მოამზადებს.
ბატონი არჩილის თქმით, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, მედიაბლოკს სერიოზული გადახალისება და გაუმჯობესება სჭირდება.
"უეფას მოთხოვნაა, რომ "დინამო არენის" რეკონსტრუქციის შემდეგ პრესლოჟა გაცილებით კომფორტული გახდეს.
138 ადგილი უნდა დამონტაჟდეს, რომელიც იქნება თავისი მაგიდებით,
მედიისთვის სამუშაო ადგილები სამთავრობო ტრიბუნის წინა მხარეს მოეწყობა", - ამბობს ქურდიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"