გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. მათ გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.
სფფ-ის პრესსამსახური