სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
25 დეკემბერს, რესტორან "ქალაქურში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წლის შემაჯამებელი საღამო გამართა და ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლენა.

სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ნომინანტები იყვნენ: სოლომონ (საბა) კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია) და ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა).

საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სოლომონ კვირკველია დასახელდა. ამავე საღამოზე საბა საქართველოს წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა.

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ ნომინაციებში: ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. საუკეთესოების გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების
მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.

ასევე იხილეთ:
სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა
სფფ-მ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 5 /
კვირკველია რატომ? რა გააკეთა?
დავით
19:16 25-12-2014
0
რა გააკეთა და რუსეთის ჩემპიონატის წლის ყველაზე სტაბილურ მცველად აღიარეს! ნეტა სხვა ვინ უნდა დაესახელებინათ?
zura
20:14 25-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული