"აღარ მიკვირს, ივანიშვილს ქართული ფეხბურთის დახმარებაზე უარი რომ უთხრეს"

AutoSharing Option
მცირე ხნის წინათ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილმა საფეხბურთო ჩინოსნები სიხარბეში ამხილა და თქვა ის, რაზეც ადრე ისედაც ბევრი გვსმენოდა, ოღონდ ამ ამბის უშუალო მონაწილისგან დადასტურება სულ სხვა რამაა.

ფეხბურთში სამი წლის განმავლობაში 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდი, მაგრამ ახლოს არ მიმიშვესო, - ბრძანა საქართველოს ექსპრემიერმა. მან იქვე დასძინა, რომ ფეხბურთის ფედერაციისგან სხვა შემოსავლებზე უარის თქმა და ვიცე-პრეზიდენტად "თავისი კაცის" დანიშვნა მოითხოვა, რადგან ფინანსები გაკონტროლებულიყო... (იხილეთ ვრცლად)

როგორც გავარკვიეთ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ფეხბურთის დახმარება მოინდომეს, მაგრამ ამ
მართლაც უცნაურმა და ჩაკეტილ წრეში მყოფმა სამყარომ ეს არ ისურვა.

ეს ამბავი ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა ფეხბურთელმა თემურ ჩხაიძემ გაგვიმხილა, რომელიც ამჟამად "ქართული ოცნებიდან" ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრია.

"თავად ფეხბურთელი ვარ და ბუნებრივია, ჩვენი გუნდებისა და ზოგადად, ფეხბურთის სავალალო მდგომარეობაზე ყურმოკვრით არ მსმენია.

ერთი წელიც არ იქნება გასული, რაც კლუბების ხელმძღვანელებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოსვლა და საკუთარი ტკივილისა და პრობლემების გაზიარება შევთავაზე. ეს პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რადგან ჩვენთან პრობლემებით ლამის ყველა ფედერაციის ხელმძღვანელი მოდიოდა, ფეხბურთის სამყაროდან კი არავინ ჩანდა.

თანაც, კლუბების წარმომადგენლებს ველოდი არა საჩხუბრად ან ვინმეს გასაკიცხად, არამედ იმ იმედად, რომ ქართული ფეხბურთის საქმეს გავაკეთებდი და სატკივრის ღიად გამოხატვის საშუალებას მივცემდი.

ცალკე პარლამენტში ფეხბურთის მოყვარული ხალხი დაინტერესდა და დახმარებისთვისაც მზად იყო. მერე ეს გულისტკივილი უნდა მისულიყო იქ, სადაც საკითხები წყდება", - ამბობს ჩხაიძე და ამ ამბის უცნაურ ბოლოსაც გვიმხელს:

"მაგრამ მხოლოდ ლანჩხუთის "გურიის" წარმომადგენელი მოვიდა, სხვებმა უარი თქვეს და გაოცებულნი დავრჩით მეც და ფეხბურთის მოყვარული პარლამენტარებიც.

ლოგიკას არ ემორჩილება - პარლამენტს შენი პრობლემების განხილვა სურდეს და უარს ამბობდე. ამ ყველაფრის შემდეგ აღარ გამკვირვებია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ ქართული ფეხბურთის დახმარებაზე უარი მასაც უთხრეს.

არადა, რომ იცოდეთ, ლაპარაკი იყო 3 წელიწადში 100 მილიონი ევროს დაბანდებაზე და არა - ლარის. ეს ზვიად სიჭინავამდე მოხდა და მერე რაგბის როგორც მიხედა ბატონმა ბიძინამ, თავადაც იცით. საქმე ისაა, რომ მორაგბეებს აქვთ ერთსულოვნება, ერთმანეთისა და საქმის სიყვარული".

ჩხაიძე სახელმწიფო პროგრამის შესახებაც გველაპარაკა:

"მისი შემუშავება სახელმწიფოს ნებაა, მაგრამ მაოცებს ფედერაციის გაუგებარი პოზიცია. ხმა არავის ამოუღია, როცა წინა ხელისუფლებამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო თავხედობა იკადრა და არჩეული პრეზიდენტი გიორგი ნემსაძე 45 წუთში გადააყენა.

ყველამ იცოდა - ხმას თუ ამოიღებდნენ, რაც ელოდათ. მუქარები რომ იყო, უარი ამიტომაც ათქმევინეს და ნემსაძის გვერდში მდგომი ლამის ყველა ადამიანი დაიჩაგრა.

დღეს ვინმე იტყვის, რომ ხელისუფლება ფეხბურთში ერევა? მხოლოდ ერთი სურვილია, დანგრეული ფეხბურთი გადავარჩინოთ და ისეთ უცნაურ დამოკიდებულებას ვაწყდები, უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. არადა, რაც დრო გადის, უკან და უკან მივდივართ.

ჩემპიონატი რას დაემსგავსა? 1992 წელსაც კი მეტი მაყურებელი და დონე გვქონდა, როცა ქვეყანა გაგანია ომში იყო ჩართული.

ან ნაკრები რას ჰგავს? ფეხბურთელებს ყაზახეთში წასვლაც სანატრელი გაუხდათ. უზარმაზარი ფული დაიხარჯა და არანაირი შედეგი არ მიგვიღია. ეს შემთხვევით ხომ არ ხდება?

ნაცვლად იმისა, რომ სფფ-ში თავიანთ შეცდომებს მიხვდნენ და აღიარონ, ვადა ლამის ერთი წლით გაიხანგრძლივეს. არადა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები 10 წელია არ ჩატარებულა, სულ დანიშვნები და უკონკურენციო კანდიდატები იყვნენ.

არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტი წესიერი არჩევნებით გამოვავლინოთ"?!

ჩხაიძემ "ლელოს" უთხრა, რომ სპორტსმენთა სოციალური დაცვის მექანიზმის შემუშავებაზე მუშაობს:

"ადრე დამსახურებულ სპორტსმენებს კარიერის დასრულების შემდეგ ელემენტარული პირობები მაინც ჰქონდათ გარანტირებული, მაგრამ ეს სისტემა დაინგრა, ახალი კი არ შექმნილა და ბევრი ცნობილი სპორტსმენი ჰაერშია გამოკიდებული.

ივანიშვილი ბევრს დაეხმარა და დღემდე ეხმარება, მან ბევრი ცნობილი სპორტსმენი შიმშილისგან იხსნა, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ხომ უნდა არსებობდეს?

ამიტომ ერთ-ერთი ინიციატორი ვიქნები, რომ დამსახურებული სპორტსმენების სოციალური დაცვის მექანიზმი შევიმუშაოთ, რათა ისინი ქუჩაში მიტოვებულები არ დარჩნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
meocnebe qutaiselsრაგბში მაგრად ერკვევა ხო რო ეხმარება სწორედ ესარის გულუპყრვილობა კაცი გარტყმაში არარის ამ რაგბის უბრალოდ ისინი მივიდნენ დაუდეს გეგმა თხოვეს და ამანაც აუშენა და ფეხბურთის ფედერაციამ რა გეგმა მიუტანა თუნდაც სამწლიანი არც არაფერი ხოდა ივანიშვილს ფეხბურთის დახმარება უნდოდა ზოგადად და არა ერთი კინკილა სტადიონის აშენება ერთი სტადიონის აშენებით ფეხბურთი არსად განვითარებულა.ეგარი ზღაპარი.
qutaiseli
12 იანვარი 2015 15:46
0
meocnebe qutaiselsრაგბში მაგრად ერკვევა ხო რო ეხმარება სწორედ ესარის გულუპყრვილობა კაცი გარტყმაში არარის ამ რაგბის უბრალოდ ისინი მივიდნენ დაუდეს გეგმა თხოვეს და ამანაც აუშენა და ფეხბურთის ფედერაციამ რა გეგმა მიუტანა თუნდაც სამწლიანი არც არაფერი ხოდა ივანიშვილს ფეხბურთის დახმარება უნდოდა ზოგადად და არა ერთი კინკილა სტადიონის აშენება ერთი სტადიონის აშენებით ფეხბურთი არსად განვითარებულა.ეგარი ზღაპარი.ვინც ამას ვერ გაიგებს მანამდე კარგად იყოს სანამ ივანიშვილმა ამ ფედერაციას ფული არმიცეს ქეშათ და გადაყაროს ტყუილუბრალოდ.
qutaiseli
12 იანვარი 2015 15:32
0
ჯერ მოედნები უნდა გაკეთდეს, ბავშვები გაიზარდონ, როცა დონე გაიზრდება, მერე ტრიბუნებიც აშენდება. თამაშზე მაქსიმუმ 2000 კაცი დადის და 20000 სტადიონი რატო უნდა ააშენო? მოედანი გასახდელებით და ერთ მხარეს ტრიბუნები, სამაგიეროდ ბევრი სავარჯიშო მოედანი. ტრენერების მომზადება, მენეჯერების მომზადება რავი ათასი საქმეა. სტადიონი ბოლო ადგილია.
rato
12 იანვარი 2015 15:27
0
სტადიონების გარეშე ფეხბურთი როგორ გინდა განვითარდეს?
rato-s
12 იანვარი 2015 15:02
0
ზუსტად-პრობლემა იმაშია,რომ სამწუხაროდ არ არის ფეხბურთის გულშემატკივარი და ვერც მოთხოვ საკუთარი ფული დაახარჯოს...ექნება კეთილი ნება ?ძალიან კარგი.მაგრამ იმას რომ უნდა და არ აძლევენ უფლებას არგუმენტად ვერ მივიღებ.გულუბრყვილობაა.
meocnebe qutaisels
12 იანვარი 2015 14:29
0
ჰაჰაჰა.
ბიძინას სტადიონის აშენება კი არა ფეხბურთს უნდოდა დახმარებოდა, თორე თვითონ ფეხბურთის აზრზე არ არის. ეს სპეციალიტებმა უნდა გააკეთონ, ხოლო ფული სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და არა დომენტიებმა.
rato
12 იანვარი 2015 14:23
0
meocnebe qutaisels შენ ეტყობა პესიმისტი ხარ თან სადაურელი არვიცი ისე უნდა იცოდე ოცნებას კაცი არმოუკლავსო ნათქვამია ბიძინას რაში უნდა აინტერესებდეს სტადიონის აშენება ეს ფედერაციის მესვეურებმა უნდა დააინტერესონ და თხოვონ თორე თვითონ რაჩემ ფეხებათ უნდა როცა საერთოდ არ აინტერესებს შეიძლება ფეხბურთი ადამიანს არც რაგბი აინტერესებდა მაგრამ მივიდა ის ხალხი და გაუკეთა ესენი კიდე სათოფეზე არიკარებენ ისე ფეხბურთი სტადიონის აშენებით არ განვითარდება კომპლექსური მიდგომა უნდა მაგას და სანამ ამას არ გაითავისებენ ფეხბურთის დღევანდელი მამები სულ ესე მაჩანჩალა იქნება ქართული ფეხბურთი.
quTaiseli
12 იანვარი 2015 14:06
0
გჯერა რომ ბიძინას სტადიონების მშენებლობა უნდა და დპმენტისგან ნებართვა ვერ მიიღო?აგერ მთელ ქალაქს საბაგიროებით ფარავს,სოლოლაკიდან შემოყურებს და ეს სიჭინავა ვინ ყოფილა?)))
meocnebe qutaisels
12 იანვარი 2015 13:12
0
ჭომელი ზრდილობა ისწავლე და მერე გეტყვი ვისი მოფიქრებულია მაი ამბავი სიმონ.
quTaiseli
12 იანვარი 2015 12:32
0
quTaiseli - "ბიძინები მიდიან და მოდიან საქართველო კიდე მარადიულია". რა დიდებული სიტყვებია. ამას მხოლოდ ქუთაისელი თუ მოიფიქრებდა. მისი მოფიქრებულია ვოთომ???? აბა რავა, ჩემი დედაია.....
ჭომელი
12 იანვარი 2015 11:13
0

სიახლეები პოპულარული