ცხადია, ეს არ არის უმნიშვნელო თარიღი. დავინტერესდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თუ გეგმავს რაიმე ღონისძიებას ამ დღესთან დაკავშირებით და კომენტარისთვის ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ:
"ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წლისთავი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და, რა თქმა უნდა, ის თავისი მნიშვნელობით სცდება რიგითი დაბადების დღის ფარგლებს.
ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს იმაზე, რომ ეს იუბილე ღირსეულად აღინიშნოს. საიუბილეო
საერთაშორისო ტურნირი? ვფიქრობ, საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება არ მოხერხდება, მაგრამ საიუბილეო საღამოს მოწყობას კი ვაპირებთ", - გვითხრა არველაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"