"დინამო არენაზე" რეკონსტრუქცია დაწყებულია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 2015 წელს თბილისის "დინამო არენა" ევროპის სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლებს. ამის გამო ქვეყნის უმთავრეს სპორტულ არენას ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, რომელსაც თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი უხელმძღვანელებს, ხოლო შპს "დინასტიას" თავკაცი არჩილ ქურდიანი არქიტექტორულ ცვლილებებს განახორციელებს.

ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია სამუშაოთა მწარმოებელ და რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან. სტადიონის განახლების პროცესი უკვე დაიწყო.

შევიტყვეთ, რომ ძირითადი სამუშაოები 29 მარტამდე უნდა დასრულდეს, ანუ იმ დროისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანიას უნდა უმასპინძლოს. ამის შემდეგ კი მხოლოდ სკამები დამონტაჟდება და რეკონსტრუქციაც
დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დინამო არენა" ორ ფერში გადაიღებება - ჯვარზე დაჯდომა სათაკილოა!
როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული