"სიონმა" საქართველოს ნაკრებს "აჯობა" - ამხანაგური რუმინეთის ნაკრებთან გაჩარხა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" ანტალიაში 1-ელ თებერვალს გაემგზავრება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 თებერვალს ბოლნისელები უზბეკურ "ლოკომოტივს" გაეჯიბრებიან, 8 თებერვალს - პერმის "ამკარს"; 10 თებერვალს ლადო ბურდულის გუნდი ძალებს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან მოსინჯავს.

მოლაპარაკება მიდის მოლდოვურ "დაჩიასთან", რომლის რიგებშიც ორი ქართველი - ჯაბა დვალი და დავით სირაძე ასპარეზობენ. სირაძე "დაჩიაში" სწორედ "სიონიდან" გადავიდა. იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვური მხარე თანახმა იქნება, მატჩი 12 თებერვალს შედგება.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება გუნდის მოწინააღმდეგე 6 თებერვალს. მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს.

თურქეთში "სიონი" 1-ელ თებერვალს გაემგზავრება და 13
თებერვლამდე დარჩება. გუნდი ბელეკში, სასტუმრო "ატლანტისში" დაბანაკდება.

ბოლნისის "სიონის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფულები სად იშოვეს?
kostia
09:35 24-01-2015
0
ფედერაციას ტრაკის განძრევა რო ეზარება მაგის ბრალია
Dato
21:24 23-01-2015
0

სიახლეები პოპულარული