ჰოლანდიის სასამართლომ მერაბ ჟორდანიას უარი უთხრა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ქალაქ არნემის სასამართლომ არ დააკმაყოფილა კლუბის ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას სარჩელი და კვლავ ძალაში დატოვა ვერდიქტი, რომლის ძალითაც ქართული ფეხბურთის ყოფილ მაღალჩინოსანს ეკრძალება როგორც კლუბის საშინაო მატჩებზე დასწრება, ისე "ვიტესის" საწვრთნელ ბაზაზე მისვლა.

2014 წლის მარტში ჟორდანია "თითების მოჭრით" დაემუქრა "ვიტესის" აღმასრულებელ დირექტორ იოს დე ვიტს. ამ უკანასკნელმა იჩივლა, სასამართლომ კი ჟორდანიას 3 წლით აუკრძალა არნემის მთავარ საფეხბურთო არენა "ჟელრედომზე" შესვლა და ბაზაზე ვიზიტი.

სასამართლოზე ჟორდანიას ადვოკატი ყველანაირად ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ქართველი დე ვიტს გაეხუმრა, თუმცა მოსამართლემ მუქარა
სერიოზულად მიიჩნია და განაჩენი ძალაში დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაო მერაბ? :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული