რატომ ვერ მიიღო ქუთაისმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება

AutoSharing Option
ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ქუთაისში ევროპის 2017 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაუტარებლობის მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით, 2017 წელს საფეხბურთო ჩემპიონატი 19-წლამდელთა ასაკში ორი მიზეზის გამო ვერ ჩატარდება. პირველი - ესაა 80-კილომეტრიანი სიშორე თბილისიდან; მეორე - ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.

"ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად განიხილებოდა 2 ვარიანტი: პირველი - თბილისი- გორი-მცხეთა-რუსთავი და მეორე - ქუთაისი-ზესტაფონი-სამტრედია-წყალტუბო.

მეორე ვარიანტი დაიბლოკა იმიტომ, რომ არ ვართ თბილისთან 80 კილომეტრის რადიუსში; მეორე, რის გამოც ვერ ტარდება ჩემპიონატი, არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა. სტადიონები არის ქუთაისშიც, ზესტაფონშიც, სამტრედიაში, წყალტუბოში შენდება,
მაგრამ არის მეორე მოთხოვნა: ესაა ოთხ ან ხუთვარსკვლავიანი, 132-ნომრიანი 2 სასტუმროს არსებობა, რომელსაც სახელმწიფო ვერ განახორციელებს და გარანტიასაც ვერ მოგვცემს, რომ გაკეთდება და ძალითაც ვერავის ავაშენებინებთ", - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

ვიცე-მერმა ამ კომენტარით "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელს, გია გოქაძეს უპასუხა, რომელიც ქუთაისში ჩემპიონატის ჩაუტარებლობაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მერს, შოთა მურღულიას აკისრებდა:

"შოთა მურღულიამ არ გამოიჩინა შესაბამისი აქტიურობა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთ ქალაქად ქუთაისი შეერჩია. არადა, მურღულია მერად მთავრობაში გავლენიანი მეგობრების გამო აირჩიეს" - განაცხადა გია გოქაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, მცხეთაში, გორსა და რუსთავში ჩატარდება.

წყარო: newpress.ge

ასევე იხილეთ:
U19. ევრო 2017: რას მოითხოვს უეფა საქართველოსგან?
მკითხველის კომენტარები / 1 /
GოქაძE ყველაფერი რაც იცი Dა რაც არ Iცი პოლიტიკაჰი ნუ Gადაყვს უ ვიცობას Nუ აფრქვევ
Giorgi
16:45 30-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული