U19. ევრო 2017: რას მოითხოვს უეფა საქართველოსგან?

AutoSharing Option
2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს რომ უმასპინძლებს, ეს დიდად გასახარი ამბავი მკითხველმა უკვე იცის. უეფას დაწესებული აქვს ამ ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი რეგულაციები და მასპინძელ ქვეყანას მკაცრ მოთხოვნებს უყენებს.

თუ რა რეგულაციებსა და კრიტერიუმებზეა საუბარი, ამაზე ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

უეფას კომისია საქართველოში პირველ შემოწმებას 2015 წლის შემოდგომაზე, ანუ ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე გეგმავს. მეორე ვიზიტი იქნება 8 თვით ადრე, ხოლო მესამე - ფინალური ეტაპის წილისყრის დროს.

საჭირო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები
სასტუმროების შერჩევა ხდება უეფას პირველსავე ვიზიტზე
(20 თვით ადრე). ორი სასტუმრო - 132 ოთახით (გუნდები, უეფა, ოფიციალური პირები) - ოთხი გუნდი თითო სასტუმროში. ერთი სასტუმრო - 30 ოთახით (მსაჯები).

ოთახების ზუსტი რაოდენობა: საჭიროა რამდენიმე ორადგილიანი და რამდენიმე ერთადგილიანი ოთახი.

მგზავრობის მანძილი
სავარჯიშო მოედნები სასტუმროდან დაშორებული უნდა იყოს არაუმეტეს 15-30 წუთის სავალ გზაზე. მანძილი სასტუმროდან სათამაშო სტადიონამდე უნდა იყოს არაუმეტეს 1 საათის სავალზე.

სტადიონები
სათამაშო - 4 ძირითადი და 1 სარეზერვო სტადიონი, უეფას მე-2 ან მე-3 კატეგორიის. ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სავარჯიშო მოედანი.

უსაფრთხოების ზომებისა და ქალაქის გაფორმების ზუსტი მოთხოვნები კი უეფას პირველი ვიზიტის შემდეგ დაზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო თბილისში გორი რუსთავი მცხეთა აქ გარემონტდება სტადიონები და არავითარი აშენება არიქნება ახლოს სადაც არის სტადიონები თბილისიდან ისინი მიტოაირჩიეს.
qutaiseli
15:41 29-01-2015
0
ბაჩო გეთანხმები. მაგრამ ზუგდიდში არის სათანადო სასტუმრო ან სტადიონი?არა ხო ეგ პირობები მხოლოდ თბილისშია და ამიტომაც თბილისი,რუსთავი,მცხეთა და გორი უმასპინძლებს კაი იქნებოდა ზესტაფონი ქუთაისიც ჩაერთოთ მაგრამ რატომღაც არაა.რაც შეეხება რუსთავს და მცხეთას სტადიონებს გაარემონტებენ აუცილებლად
0

სიახლეები პოპულარული