სტეფან ბუკორაცი: თბილისის "დინამოს" სერბეთში ყველა იცნობს

AutoSharing Option
სტეფან ბუკორაცი რამდენიმე დღეა თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა.

სერბი საყრდენი ათლეტური აღნაგობით და მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა, რაც გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ სპარინგებში ნათლად გამოჩნდა. სერბი ფეხბურთელი თავის პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

"ოთხი სეზონი ვთამაშობდი "დონი სრემში", რომელიც სერბეთის უმაღლეს ლიგაში გამოდის.

"დინამოს" ინტერესის შესახებ ჩემი აგენტისგან შევიტყვე. "დინამოს" ყველა იცნობს სერბეთში და ასეთი სახელოვანი გუნდისგან ინტერესი ჩემთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

თბილისი ძალიან ლამაზი და ძველი ქალაქია, ხალხი კი ისეთივე თბილი და კონტაქტურია, როგორც სერბეთში.

ვარჯიშები და მოსამზადებელი ეტაპი ვფიქრობ კარგად მიდის. პროფესიონალი სამწვრთნელო
შტაბი გვყავს, რაც პრაქტიკულ და თეორიულ მეცადიონეობებში ჩანს.

გუნდის საშუალო ასაკი საკმაოდ ახალგაზრდულია, მაგრამ მიუხედავად ამისა კოლექტივში საქმისადმი პროფესიონალური მიდგომაა. მე, როგორც უცხოელი, თბილად და მეგობრულად მიმიღეს.

ანტალიაში ორი ტესტ მატჩი ჩავატარეთ. "შტურმთან", რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერებშია, საკმაოდ აქტიურად და მაღალ ტემპში ვითამაშეთ. გვქონდა ბურთზე კონტროლი და ასევე მოძრაობის მაღალი რიტმი.

"ვორსკლასთან" აღვნიშნავდი, რომ არ გაგვიმართლა. ფაქტიურად ერთხელ დაგვირტყეს კარისკენ და გოლი გაიტანეს.

ჩემთვის იდეალური სათამაშო პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა დაცვის ცენტრშიც უპრობლემოდ შემიძლია თამაში. მწვრთნელი როტაციას მიმართავს და ვიმედოვნებ "დინამო" ისეთი გუნდი იქნება, რომელიც საქართველოს პირველობაზე იმარჯვეს და ევროთასებზეც წარმატებით გამოვა", - თქვა ბუკორაცმა.

წყარო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული