იუბილე: ამიერიდან, ბორის პაიჭაძის სახელობისა...

AutoSharing Option
3 თებერვალს, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წლისთავი აღინიშნა. საიუბილეო თარიღს ღონისძიებები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც მიუძღვნა და, ცხადია, ფეხბურთის ფედერაციამაც.

სამინისტრომ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საზეიმო საღამო გამართა. ფეხბურთის ფედერაციამ კი იუბილეს აღნიშვნა რუსთავში, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის მშენებარე კომპლექსთან დაიწყო, სადაც ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო აკადემიას მისი სახელი მიენიჭა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პაიჭაძის ოჯახის წევრები, სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელები, ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი რევაზ არველაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები,
რუსთავის საკრებულოს წევრები, რუსთავის მერი დავით ჯიქია...

"ბევრი ქვეყანა ინატრებდა ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ბატონი ბორისი იყო", - თქვა რევაზ არველაძემ.

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" კი პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია და ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა; ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით გამოიცა ოთარ გაგუას წიგნი, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერაზე მოგვითხრობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული