[ექსკლუზივი] ლევან კობიაშვილი: ერთად უნდა გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მალე თბილისში ჩამოვა. 3 თებერვალს "ლელო" მას გერმანიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ლევან, ჯერ იმას გკითხავთ, როდის ჩამოხვალთ საქართველოში?
- სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში. წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია და ბუნებრივია, ამიერიდან გაცილებით ხშირად ვიქნები საქართველოში.

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ხართ და არ იქნება, არ გკითხოთ - ვინ შეიძლება მოვიაზროთ ლევან კობიაშვილის გუნდში?
- ახლა ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს. შეიძლება, თქვენც ხვდებით, ვინ იქნება ჩემს
გუნდში. ცხადია, ჩამოყალიბებული ვარ ამ საკითხზე, თუმცა მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჩამოვალ, შევხვდები როგორც ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, რეგიონულ ფედერაციებს და ჩემს გუნდსაც წარვადგენ.

- აქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ საარჩევნო პროგრამას. ხშირად ის ფარატინა ქაღალდი იყო და მეტი არაფერი. თქვენს შემთხვევაში როგორ იქნება?
- რა თქმა უნდა, მექნება ჩემი პროგრამა და დასაბუთებული ხედვა ქართული ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით. ჯერ ზუსტად არ ვიცით არჩევნების თარიღი. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორი კარგიც უნდა იყოს პროგრამა, მთავარი მაინც ისაა, როგორ შესრულდება ის.

მართალი ხართ - აქამდე პროგრამა მეორე პლანზე იყო გადაწეული. ჩვენ უნდა დავისახოთ მიზნები, რომლებიც რეალურად შესრულებადია და ერთად უნდა ვიღვაწოთ ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის.

- ჯერაც დაუდგენელია არჩევნების თარიღი. გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს ყრილობა აგვისტოში ჩატარდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
- ჩემი აზრით, არ არის არგუმენტირებული ის მიდგომა, რომ არჩევნები მაინცდამაინც აგვისტოში, სუპერთასის შემდეგ უნდა ჩატარდეს. სუპერთასის თემა არ მგონია მყარი არგუმენტი. დავაკვირდეთ, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევაში ფიფა და უეფა... გნებავთ, გერმანიის საფეხბურთო კავშირი ავიღოთ - არჩევნები ტარდება გაზაფხულზე, ანუ მაშინ, როცა სეზონი რჩება. მაგალითად, ჩეხეთში იყო ასეთი შემთხვევა - სუპერთასის მატჩი იქაც ჩატარდა, მაგრამ იქაური ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სუპერთასის შემდეგ კი არა, გაცილებით ადრე, გაზაფხულზე გაიმართა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან თუ გეგმავთ თანამშრომლობას გამარჯვების შემთხვევაში? მაგალითად, რევაზ არველაძესთან...
- არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც აპირებს და კონკრეტულად ის ადამიანიც, თქვენ რომ დაასახელეთ. არ ვიცი... ახლა, როცა ჩვენ ორ სხვადასხვა მხარეს წარმოვადგენთ, რამდენად მართებული იქნება საუბარი თანამშრომლობაზე?!

- საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. მას კარგად იცნობთ. შეაფასეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევანი. აქვე, ერთი კითხვაც - ამბობენ, ფედერაციამ ცხადაძეს ხანგრძლივი კონტრაქტი რომ გაუფორმა, ამით კობიაშვილს და მის გუნდს, გამარჯვების შემთხვევაში, არჩევანის საშუალება მოუსპოო...
- მე ასე გიპასუხებთ: ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ქართველი მწვრთნელი და ისიც კარგია, რომ ეს კახა ცხადაძეა! მე ვიცნობ მას, როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. ნებისმიერი მმართველობის პირობებში ცხადაძე იქნებოდა ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ახლა მას ვერ გავცემ დასაბუთებულ პასუხს, რადგან არ ვიცი, რა მიზანს ისახავს ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ ამ ციკლშიც გვქონდა ერთი კონკრეტული მიზანი, მაგრამ, სამწუხაროდ, თვე-ნახევარში ჩამოიშალა ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას ყველანაირად იმსახურებს და მინდა, მას წარმატება ვუსურვო.

- ძალიან მოგვენატრა "სუფთა" არჩევნები და რამდენად შეიძლება ამის იმედი გვქონდეს? საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან კობიაშვილს გარანტირებული აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა...
- არ ვიცი, ვინ ფიქრობს ან ვინ ამბობს ამას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არ ვიმსახურებ, ვიყო ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს მისი აზრია. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა - ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ეს იქნება ყველანაირად სუფთა არჩევნები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც არის მზაობა სუფთა არჩევნებისთვის.

დღეს კაცი არ მეგულება ქართულ ფეხბურთში, ვინც იტყვის, რომ სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს არ უნდა დაეხმაროს. თუ ჩემს მეგობარს სახელმწიფო მმართველობაში მაღალი თანამდებობა უკავია, რა ვქნა, ჩავიკეტო სახლში და არაფერზე აღარ ვიფიქრო, ინდიფერენტული ვიყო? მგონი, ასეთი მიდგომა დაუშვებელი და არასწორია.

მე მინდა, ამ რთულ დროს გამოვადგე ქართულ ფეხბურთს. თუ მოვიგებ არჩევნებს, მოვიგებ, თუ არა და, პირველი ვიქნები, ვინც კონკურენტს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვებას მიულოცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გაიტანეთ! გაიტანეთ!
გივი
26 თებერვალი 2015 14:14
0
რაც მთავარია არველაძე რევაზი მოაშორეთ ქარულ ფეხბურთს როგორმე
არველაძე მოაშორეთ
25 თებერვალი 2015 20:14
0
წარმატებები ლევან. არველაძეებისა და ნაც, ბანდის კლანი სანაგვეზე.კარგად გვახსოვს როგორ დაუდგნენ გვერდში დემეს ეს მონები. შოთამ პირდაპირ ეთერში თურქეთიდან მიედ მოედო ყველაფერს დემეზე საუბრისას ვითომ არც მწვადის დაწვა უნდოდა და არც შამფურის, მაგრამ ბოლოს ისეთი დაახეთქა ყურებს ვერ დაუჯერე. მეც სულ მაგას ვეუბნებოდი ნუ თამაშობო (ტოტალიზატორზე იყო ლაპარაკი)არა და ნაცებიც, თამაშებიდან თითქოს წილები ვატოსთან და ქურდებთან მიდიოდა მაგას ედავებოდნენ ამან იმენა ჩაუშვა.
Gio yifiani
13 თებერვალი 2015 15:39
0
გადავარჩინოთ არასწორი ნათქვამია
კი არ უნდა გადავარჩინოთ არამედ თავიდან უნდა შევქმნათ.
გადარჩენით ვერ გადავარჩინეთ როცა საჭირო იყო...
დათო
11 თებერვალი 2015 15:21
0
რატომ საპროტესტო აქციას არ ვმართავთ ამათ წინააღმდეგ ინგლისში და ევროპაში გულშემატკივრები მიტინგებს მარტავენ, აქ კიდევ ყველას თავისი პრობლემა აქვს და ამით სარგებლობს ფედერაცია...ხელმოწერები უნდა შეგროვდეს ვინ არის ამათ წინააღმდეგი და გადაიგზავნოს უეფაში რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს...ბლატერის არ იყოს სიჭინავაც მოინდომებს კიდევ პრეზიდენტობა!ჩვენტან რა მდგომარეობაც არის იგივეა ფიფაში ნუ გგონიათ ასე ადვილად წავა სიჭი ,სანამ ჩვენ არ გავაგდებთ არ წავა!!
gia
09 თებერვალი 2015 19:13
0
მთავარია ესენი დროზე წავიდნენ სკამის შენარჩუნებას რომ ცდილობენ
grisha
07 თებერვალი 2015 16:52
0
მიდი მიდი იქნებ რაგაც გვეჰსველოს სჰენსკენვარ ლევან გენაცვალე
kaxa
05 თებერვალი 2015 12:04
0
ზალიან გვაინტერესებს დუეტი მუქტების არველადზე და დომენტი რატომ გაემგზავრნენ 21 ცლამდელების ცილისკრაზე უმაგატოდ ვერჩატარდებოდა და ვერგავიგებდიტ ჩვენს მოცინააგმდეგეებს მაგრამ მუქტებმა ამოისვეს ფედერაციის პულები და დადიან აქეტ იქიტ მატხოვრები
vini
04 თებერვალი 2015 18:22
0
არველადზეები ეგ უნდა მოშორდნენ ტან დომენტიც მოიკიდონ და ისე ეგ პეხბურტის დამგუპველები და მუქტები
vaxo
04 თებერვალი 2015 18:08
0
ნუ დაგვ




ნუ დაგვღუპავ ლევან,ამ არჩევნების წაგების უფლება მარტო შენ კიარა საქართველოსაც არააქვს!





dato
04 თებერვალი 2015 18:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული