ფეხბურთის გამო, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის სხდომა ჩაიშალოს

AutoSharing Option
საპარლამენტო დელეგაცია ხვალ, 6 თებერვალს, ოფიციალური მიწვევით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მინი-ფეხბურთის ჩენპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

დეპუტატ შოთა ხაბარელის თქმით, ქართული მხარე 13-კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი.

"მე გახლავართ დელეგაციის ხელმძღვანელი. ვითამაშებთ მინი-ფეხბურთს, თუმცა ცოტა მოზრდილი სტადიონია. რვა კაცით დაკომპლექტებული გადის პირველი შემადგენლობა და მასში იქნება ორი ყოფილი ფეხბურთელი - დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე. იქნება ზურაბ ზვიადაურიც. ვფიქრობ, რომ კარგი ნაკრები გამოვა.

საქართველო ამ ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ გუნდში "ნაციონალური
მოძრაობიდან" არავინ იქნება, თუმცა შეთავაზება ჩვენ მათ გავუგზავნეთ", - განაცხადა ხაბარელმა ჟურნალისტებთან.

იმის გამო, რომ დეპუტატების ნაწილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება ფეხბურთის სათამაშოდ, ხვალ, 6 თებერვალს, პარლამენტში, სავარაუდოდ, პლენარული სხდომა არ ჩატარდება.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული