თბილისის "დინამომ" შეკრებაზე პოლონური "კორონა" დაამარცხა

AutoSharing Option
6 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მე-5 მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ამჯერად, პოლონური "კორონა" იყო, რომელიც ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

35-ე წუთზე ჭანტურიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო ხუთ წუთში მისი პასით ჯაბა ჯიღაურმა "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. როგორც პოლონური მედია წერს, "დინამომ" "კორონას" ორი უხეში შეცდომით ისარგებლა.

დინამო: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე (ტაბატაძე 62), რენე ფერეირა (გველესიანი 46), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (ბუკორაცი 46), ჯიღაური (კიტეიშვილი 62), პარუნაშვილი (ჯაფიაშვილი 81), ლობჟანიძე (გუგა 65), ჭანტურიშვილი (მიქელთაძე 72), მანუელი (უგულავა 72)
მკითხველის კომენტარები / 3 /
პაპუნაშვილი სადაა?
0
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ ტიტულოვანი „იანგ ბოიზი“ 1:0 დაამარცხა. ეს თურქულ შეკრებაზე მყოფი ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვებაა. შევეიცარიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს გუნდს შერეული შემადგენლობით დაუპირისპირდა, გორელები კი თავის მხრივ მრისხანე მეტოქეს მაღალი მოტივაციითა და სრული ფიზიკური მზადყოფნით შეხვდნენ.
შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთებიდან გორელებმა აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს. უკვე შეხვედრის მე-2 წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ერისთავისგადაცემით მოდებაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმც შვეიცარიელთა მეკარემ გუნდის გადარჩენა ეფექტური თამაშით მოახერხა.
შეხვედრის მე-5 წუთზე თექთურმანიძემ მისსავე ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და ბურთო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მოდებაძეს გადააწოდა, რომელსაც ამჯერადაც მეკარემ აჯობა.
მე-10 წუთზე „დილამ“ მორიგი ეფექტური იერიში წამოიწყო. მოედნის ცენტრში გათამასებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე ბურთი გიორგი ერისთავს მიუვიდა, რომელმაც შეტევაში კარგად ჩართული სამხარაძე მოძებნა, ვინც სწრაფადვე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მოდებაძეს გაუკეთა გადაცემა, რომლის დარტყმულიც ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე თექთურმანიძემ ყველას დაასწრო და შეხვედრაში ერტადერთი გოლი გაიტანა - 1:0. რაც ჩვენი გუნდის გამაჯვების წინაპირობად იქცა.
მე-14 წუთზე შვეიცარიელმა ფეხბურთელმა 30 მეტრიდან დაარტყა და ხარიხასის მეშვეობით ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. პირველი ნახევრის შუა წელიდან შეხვედრა გათანაბრდა. ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში მოძრაობდა. პირველი ტაიმის მიწურულს, გორელებმა სცადეს რამოდენიმე შეტევის განხორციელებმა. 44-ე წუთზე მოდებაძის შორეული დარტყმა ოდნავ აცდა მეტოქის კარს.
მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა და მეორე ტაიმის მსვლელობის დროს „დილამ“ სახეცვლილი შემადგენლობით გააგრძელა თამაში. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. როგორც „დილა“ ასევე „იანგ ბოიზი“ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. 51-ე წუთზე მელქაძემ დაარტყა შორიდან, თუმცა არაზუსტად. 55-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთიდან მწვავედ შეგვიტიეს, თუმცა შვეიცარიელი ფეხბურთელის გადაცემას თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა.
65-ე წუთზე ჩვენს კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მცირედით აცდა მიგინეიშვილის კარს. მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან „დილამ“ კვლავ მოუმატა ტემპს. შეხვედრის 71-ე წუთზე გორელიშვილმა მარცხემნა ფრთიდან მიიღო ბურთი და მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა რომან ახალკაცი, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე სასწაულებრივად მოიგერია. სეთურიძის მოწოდებულ კუთხურს კი ბაგაევის თავით დარტყმული მოჰყვა, რომელიც მცირედ არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის მე-80 წუთზე ბაგაევს თითქმის ასპროცენტიანი შესაძლებლობა მიეცა ანგარიშის გაზრდისა. სეთურიძის შესრულებული საჯარიმოს შმედგე იგი მეკარის ბაქნიდან ურტყამდა თავით, ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა მეტოქის კარის ჩარჩოს. შვეიცარიელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა „დილას“ მცველები და მეკარე საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ. 85-ე წუთზე გორელებმა კიდევ ერთი ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. მოედნის ცენტრში ჭეჭელაშვილმა აართვა ბურთი მეტოქეს და კარგი გადაცემა გაუკეთა გორელიშვილს, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა. მიხეილი ცდილობდა მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში გადაეგზავნა ბურთი, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. საერთო ჯამში თითოეულმა ფეხბურთელმა რომელიც მოედანზე იმყოფებოდა მაქსიმუმი გაიღო წარმატების მისაღწევად. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს: გვალიამ, ფალავანდიშვილმა, ერისთავმა და ბაგაევმა.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ 9 თებერვალს რუმინული ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:მიგინეიშვილი, კვახაძე, ხიდაშელი, ჯაფარიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი, გვალია, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ:ბაგაევი, მარიჩი, ხურცილავა, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, რაზმაძე, გორელიშვილი, ახალკაცი, მელქაძე.
gori
09:21 07-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული