სუპერთასი 2015: რეაბილიტაცია სრული სვლით

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, 2015 წელს ევროპის სუპერთასი თბილისში გათამაშდება. მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს. ცხადია, ამხელა რანგის მატჩს შესაბამისი მასპინძლობა სჭირდება. ამიტომაც გადაწყდა ქვეყნის მთავარი სპორტული სარბიელის რეკონსტრუქცია.

საორგანიზაციო საკითხებს თბილისის მერიის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" ხელმძღვანელობს. 16 თებერვალს, "დინამო არენაზე", ფონდის მმართველები სტადიონის რეაბილიტაციაზე მომუშავე კონტრაქტორი კომპანიების ("მიფასი", "იუ ჯი თი", "დაგი", "ელ-ჯორჯია") წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბუნებრივია, შეხვედრას ესწრებოდა კომპანია "დინასტიის" ხელმძღვანელი არჩილ ქურდიანი. სტადიონი მისი ბაბუის, დიდი არჩილ ქურდიანისა და მამის, გია ქურდიანის აშენებულია და რეკონსტრუქციის არქიტექტურული მიმართულებაც მას ჩააბარეს.

უეფას სუპერთასის
მატჩისთვის "დინამო არენის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საამისოდ 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონებო
როგორც მითხრეს, სტადიონზე ახლა გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს (ფეისბუქზე შეიძლება ამ ფოტოების ნახვა). აქვე წერია, რომ იტალიელებმა უკვე დაიწყეს სკამების დამზადება, გერმანიასთან თამაშზე უკვე ტურნიკეტების გავლით მოხდება სტადიონზე შესვლა. ახალი ჩრდილოეთი ტაბლოს დამონტაჟებაც მალე მოხდება. მოკლედ, თქვენთან ერთად მეც დიდი იმედი მაქვს სუპერთასისთვის ძაან მაგარი სტადიონი გვექნება :)
სერგო
10:19 19-02-2015
0
სერგო
ვნახეთ გვერდი ფბ-ზე და იქ მხოლოდ ოფისში გადაღებული ფოტოებია.სტადიონზე რა ხდება?
ზაზა
18:37 18-02-2015
0

სიახლეები პოპულარული