რეზო არველაძე: ეს ჩემი პროფესიული შეცდომა იყო

AutoSharing Option
რეზო არველაძე ქართულ ფეხბურთში გამოჩენისთანავე აქტუალური გახდა - თბილისის "დინამოშიც", საქართველოს ნაკრებშიც და ფეხბურთის ფედერაციაშიც.

ზოგისთვის მიუღებელი ფიგურაა, რადგან უკვე მესამე პრეზიდენტის (მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი, ზვიად სიჭინავა) ფორმაციის ფედერაციაში მუშაობს; ზოგისთვის კი დიპლომატიის ნიჭით დაჯილდოებული, "გამოსული კაი თბილისელი კაცია".

ტყუპი არველაძეები თავად აღიარებენ, რომ მათ ჩამოყალიბებაში რეზიმ დიდი როლი ითამაშა. ახლა საკუთარ შვილს ზრდის ფეხბურთელად - 16 წლის ვატო არველაძე 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და შოთასთან "ქასიმფაშაში" ვარჯიშობს...

ჩემი საგანძური
- ფეხბურთი მამამ შემაყვარა. ერთხელ, საღამოს დარბაზში წამიყვანა, სადაც მისი
მეგობრები მინი-ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობდნენ. სახლშიც ხშირად მოდიოდნენ და სულ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ. როცა ვკითხულობდი - მამა სადაა-მეთქი, მეუბნებოდნენ - მოსკოვში თასის ფინალზე ან "დინამოს" რომელიმე მატჩზე, ან მსოფლიოს ჩემპიონატზეო... მოკლედ, ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა. ეზოში ხომ, თავისთავად, სულ ვთამაშობდით...

- დედა როგორ იტანდა ამას?
- ვერ იტანდა, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ფეხბურთელი გამოვიდოდი თუ ექიმი? ვარჯიში "ავაზაზე" დავიწყე, გუნდს ვერის პარკში ზურაბ მაისურაძე ავარჯიშებდა. ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა - ომარ თეთრაძე, გუბაზ დოლიძე, როინ კერძევაძე, თემურ შალამბერიძე, გია გულიაშვილი, ზაზა თურმანიძე... მერე 35-ე სკოლის გუნდში გადავედით და სკოლას ვამთავრებდით, 1971 წელს დაბადებულები რომ შემოგვიერთდნენ - ვასკა მაისურაძე, ზაალ ქოჩლაძე, მიშა ჩუბინიძე, მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული... მაგრამ მერე ერთი წელი, ფაქტობრივად, ფეხბურთზე არც მივლია, რადგან ინსტიტუტში ვაბარებდი და ვმეცადინეობდი.

- კარგია, თუ სწავლას ამდენ დროს უთმობდით...
- 55-ე სკოლაში უსწავლელობა არ გამოდიოდა და საკმაოდ კარგადაც დავამთავრე. მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, იმის ენერგია არ მქონდა, რომ მედალი ამეღო. ძალიან კარგი კლასი მყავდა. იქიდან დამრჩნენ უსაყვარლესი მეგობრები, ბიჭებიც, გოგოებიც... საბედნიეროდ, ისე ვიცხოვრე, რომ ძმობაში არავინ დამიკარგავს, გარდაცვლილ ბიჭ ივანიშვილს თუ არ ჩავთვლით. მათი თავი ყველა საფეხბურთო რეგალიას, ტიტულსა და გამარჯვებას მირჩევნია. ესა ჩემი საგანძური.

- ბევრს ჩხუბობდით?
- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მოჩხუბარი ვიყავი, დიდი წითური თმები უფრო გამომარჩევდა.

- "შატალოზე" ხშირად დადიოდით?
- ყველაზე დასამახსოვრებელი "შატალო" გითხრათ? ჩემს ძმაკაც შაკო გარდაფხაძესთან მივედით და პირველად ვნახე "უჟასი" და ნახევრად სასიყვარულო ფილმი. აზრზე მოდი, ვიდეო ვიქირავეთ! დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მაშინ მობილურები სად იყო და უბნის ინსპექტორი ვერ გვპოულობდა.

- განსაკუთრებით რომელი საგნები გიტაცებდათ?
- ჰუმანიტარულები, მაგრამ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. კვირაში ერთხელ თუ ვვარჯიშობდი. ბავშვობიდან მათემატიკა მაგრად ვიცოდი, რადგან ბანქოს თამაში გათვლებს გასწავლის. ჭადრაკზეც დავდიოდი. ქიმიაში კი მომზადება დამჭირდა და მაგრად ვისწავლე. მაგიდის ჩოგბურთზე არ შევსულვარ, თუმცა კარგად ვთამაშობდი. ანტიკორუფციული თუ გამომეკიდება, შეიძლება, ბავშვობიდან მიზეზი მომიძებნოს, "მაზიანები" მაქვს მოგებული და გადასახადებს ვმალავდი.

- ახლაც თამაშობთ?
- ახლა მაგისთვის მცალია?!

ტყუილია, სულ მდიდრები არ ვყოფილვართ
- ხილიანზე ცხოვრობდით და ვაკეში რატომ სწავლობდით?
- ხილიანზე მერე გადავედით. თავიდან "პლეხანოვზე" პატარა ოროთახიანი სახლი გვქონდა. ბუნებრივია, ყველა ვერ ვეტეოდით. ამიტომ ხშირად მიწევდა ვაკეში, ბებია-ბაბუასთან ან დედაჩემის მამიდებთან ცხოვრება და 1975 წელს 55-ე სკოლაშიც ამიტომ შემიყვანეს. დედის მხრიდან ბაბუა ცნობილი რეჟისორის, სიკო დოლიძის ძმა - ბორისი იყო.

- და ორ ოთახში ცხოვრობდით?!
- დიახ, ასე იყო. "პლეხანოვზე" მარტო ჩვენ კი არ ვიყავით - მამაჩემის მშობლები და მამიდაჩემის ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. მაგარი ამბავი გამახსენდა: ერთი ხანობა, დიდუბეში გადავედით. ამ დროს უკვე "დინამოშიც" ვთამაშობდი, 140 მანეთი ხელფასი დამინიშნეს. პირველ კურსზე ვიყავი, სტიპენდიასაც ვიღებდი და ჯიბის ფულიც მქონდა. მშობლებზე მეტი ხელფასი გამომდიოდა. დიდუბეშიც პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო. ერთი ტყუპს ჰკითხეთ, საწოლის გაცვლაში რამდენი თუმანი აქვთ აღებული? მატყავებდნენ!

- რომელი უფრო "იმაზებოდა"?
- ორივე! ეს ხუმრობით, თორემ ჩვენ არაფერს ვყოფთ. კარგი ძმები რომ მყავს, ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რომლის ფასიც ვერც ერთი საფეხბურთო ტიტული ვერ იქნება.

- არადა, ყველას ჰგონია, რომ თქვენს ოჯახს სიმდიდრე ოდითგანვე მოსდგამდა...
- ტირილს არ დავიწყებ, მაგრამ ყველამ იცის, მამაჩემი და დედაჩემი ვინ არიან. საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, შესაძლოა, პრობლემებიც გვქონოდა. 20 წლის განმავლობაში, დედაჩემი სასწრაფოში მუშაობდა და სამ დღეში ერთხელ ღამეს ათენებდა. მდიდრები რომ ვყოფილიყავით, ასე იქნებოდა? მაგრამ ესეც არველაძეებზე აგორებული ერთ-ერთი ჭორია. ესაა ბოღმა, შური, მამაძაღლობა... ამას ბავშვობაში ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან რაღაც ეტაპამდე ვერ ვხვდებოდი, რა იყო ღვარძლი და შური. მერე ვიყავით "დინამოში", ნაკრებში, უცხოეთში, მეტი წარმატება მოვიდა და შესაძლოა, ძმები ვიღაცას არ მოსწონდა.

...მაშინ არველაძეებს მართლა დაგვიღუპავს ქართული ფეხბურთი!
- არ გაგიგიათ, ქართული ფეხბურთი, თურმე, არველაძეებმა რომ დავღუპეთ?

- როგორ არ გამიგია?! ვიცი, ბევრი გულშემატკივარი ამაში დარწმუნებულია და თქვენს წინააღმდეგ დიდი აგრესიაც დაგროვდა...
- ეს ტექსტიც ამ ღვარძლიანი სერიალიდანაა. უფროსები მეუბნებოდნენ, ყურადღებით იყავიო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს წარმატების თანმდევი მომენტია. არასოდეს მქონია ილუზია, რომ არველაძეების წარმატება ყველას უხაროდა. მაგრამ თუ ქვეყნის დაქცევაა სუპერთასის და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩამოტანა, ელიტრაუნდების მასპინძლობაზე, შოთას და აჩიკოს გოლებსა და უცხოეთში ქართველების წაყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაშინ არველაძეებს ქართული ფეხბურთი მართლა დაგვიღუპავს.

- ახლა გულშემატკივრები იმ ლეგიონერებზე ბრაზობენ, ნაკრებში ჩამოსვლა რომ არ სურთ. ადრე კი არველაძეებს გაბრალებდნენ, სამივეს ძირითად შემადგენლობაში თამაში სურდაო...
- აბა, როგორ?! იმ ფეხბურთელს რა ვუთხარი, ძირითადში თამაში რომ არ უნდა და სკამის ხეხვით კმაყოფილდება. თქვენ გგონიათ, არ მესმოდა, ჩემზე მაგარი ფეხბურთელები რომ იყვნენ? მაგრამ თამაშის ჟინი მქონდა და რა არის ამაში ცუდი? ვერავინ დამისახელებს ადამიანს, რომელსაც გულით არ მოვუსმინე; ვინც იტყვის, რომ ხელი შევუშალე და ასე შემდეგ. მაგრამ უმადურობასაც შეჩვეული ვარ. წერონ და იკითხონ, ამაზე ნერვები არ მეშლება. კონცენტრირებული ვარ, რაც შეიძლება მეტი სასიკეთო საქმე რომ გავაკეთო და ვერასოდეს მივიღებ პრეტენზიას იმ ხალხისგან, რომლებიც ფეხბურთის და, ალბათ, ცხოვრების აზრზეც არ არიან.

- სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდით სხვადასხვა პრეზიდენტთან მუშაობას? ყველას თქვენს ჭკუაზე ატარებთ?
- არავის ჩემს ჭკუაზე არ ვატარებ. ისე, ბევრმა რომ იაროს, ბარე უკეთესიც იქნება, მაგრამ ასე სადაა (იცინის)? მერაბ ჟორდანიასთან სულ ორი თვე ვიმუშავე და მერე დაიჭირეს. მისი ციხიდან გამოყვანა ჩემთვის იყო პირველი ამოცანა და არა - ნაკრების გოლები, ჟირესისთვის თუ ახალგაზრდულისთვის თამაშების დაგეგმვა. საერთოდ, ფედერაციის პრეზიდენტის დაჭერა ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ფეხბურთი ქვეყნის იმიჯთან ასოცირდება.

- თავიდან უმცროს ნოდარ ახალკაცთან ურთიერთობა თითქოს ვერ აგეწყოთ...
- იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გავიდა დრო და ადამიანური ურთიერთობა და საქმის ერთად კეთება შევძელით.

- თავიდან თქვენ მიმართ კარგად განწყობილი არც სიჭინავა იყო...
- მოვიდა კაცი და დამნიშნა. ჩემთვის კი მიუღებელია, ადამიანთან რომ მუშაობ და მერე მას უკირკიტებ. დაგისახელებთ გენერალურ მდივნებს, 25 წელი რომ უმუშავიათ. მომხსნან, მერე რა შეიცვლება? არჩეული ვარ თუ ვინმეს ადგილს ვიკავებ? ჩვენთან ადამიანის შეფასების კრიტერიუმია, ვისკენაა ის და არა ის, რა განათლება, ინტელექტი აქვს და რა გაუკეთებია.

- "კიოლნში" თამაში იდეალურად დაიწყეთ - პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანეთ. ბუნდესლიგაში კარიერა რატომ ვერ აგეწყოთ?

- "კიოლნი" ვიღას ახსოვს? ამ დღის შემდეგ შემეძლო, საქართველოში კიდევ 10 წელი არ ჩამოვსულიყავი, ევროპაში მეცხოვრა და მეთამაშა. ეს ჩემი პროფესიული შეცდომა იყო. მაგრამ "დინამოში" დავბრუნდი - სხვაგვარად არც შემეძლო. მერე კი ბუცები ჩამოვკიდე, გერმანიაში წავედი, ვისწავლე და სამწვრთნელო ლიცენზია ავიღე. მაშინ გუნდისთვის ფორმები ტყუპმა იყიდა, ფული მოვიტანეთ და მწვრთნელის რანგში ზედიზედ 11 მატჩი მოვიგე. ესეც ხომ არავის ახსოვს? მე რომ უნდა შევმჯდარიყავი, იმ ევროპულ მატარებელს სხვა შეახტა, მე კი დამაგვიანდა.

პლატინის ლაპარაკიდან მივხვდი, რაღაც კარგი გამოდიოდა
- თქვენს "სივში" წერია, რომ თავისუფლად ფლობთ რუსულს, ინგლისურსა და გერმანულს, მაგრამ არ წერია ფრანგული, რომლის ცოდნის შედეგია, საქართველოში ევროპის სუპერთასს რომ ვუმასპინძლებთ...
- პლატინის ამბავს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა! საინტერესო ამბავია და იქნებ თავად გაიხსენოთ...
- პლატინი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ზვიადი, მე და ის "დინამო არენაზე" იმისთვის მივედით, რომ გაგვეგო - შეგვეძლო თუ არა ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა. მერე მანქანით სამივე ისევ ერთად გამოვბრუნდით და პლატინიმ უეფას გენერალურ მდივანს, ჯანი ინფანტინოს დაურეკა და ფრანგულად დაელაპარაკა.

ორი თვე საფრანგეთშიც მიცხოვრია და ენა ცოტა მესმოდა. მთელი წინადადება ვერ გავშიფრე, მაგრამ ეს ფრაზა დავიჭირე - თბილისში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება რთული იქნება, მაგრამ სუპერთასი გამოვაო.

მივხვდი, ამ საქმიდან მართლა მაგარი რაღაც გამოდიოდა. სხვათა შორის, უეფას პრეზიდენტის არჩევნებში პლატინის რომ მივეცით ხმა, მის არჩევას საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა.

ესეც ახსოვდა და საერთოდაც, ძალიან მაგარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ეს 2007 წელს იყო, როცა პრეზიდენტი ჯერ კიდევ ნოდარი გახლდათ. არჩევის შემდეგ შევუთანხმდით, რომ პირველი ტურნე თბილისში ექნებოდა. ეს ურთიერთობა ზვიადის დროს კიდევ უფრო დათბა და განმტკიცდა.

- ჭორია თუ მართალი, რომ სუპერთასისა და 19-წლამდელთა ევროფინალის მასპინძლობის უფლებით პლატინიმ საქართველოს პოსტსაბჭოეთში მოპოვებული ხმები დაუფასა?
- ამ წლებში არაერთი საყურადღებო ნიუანსი მოხდა. ბევრი მიხვდება, რას ნიშნავს საქართველოში უეფას პრეზიდენტის სამი ვიზიტი, სუპერთასის, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ფუტსალის ოთხთა ფინალის ჩატარება, აღარაფერს ვამბობ ელიტრაუნდების მასპინძლობაზე. არის პატარა დეტალებიც - მაგალითად, პლატინი შვეიცარიაში, ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშზე რომ მოვიდა.

გგონიათ, ეს არაფერია? უეფას ხელმძღვანელებიც ადამიანები არიან და ურთიერთობა რაც უფრო ადამიანურია, პარტნიორობაც მით უფრო ადვილი და სასიამოვნოა.

- ანუ უეფაში უკვე შინაური კაცი ხართ?
- იქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს და მართლაც მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის. მიხარია, რომ ჩვენი ფედერაციისა და უეფას ურთიერთობები ასე კარგად განვითარდა.

უბრალოდ, შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს მენტალიტეტთან ახლოს არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ უეფაში დათო პეტრიაშვილი წლებია მუშაობს; პლატინისთან მეგობრობს მერაბ ჟორდანია და ასე შემდეგ.

მე და ზვიადი კი უეფას ეგიდით ყველა შეხვედრაზე დავდივართ და ურთიერთობების განმტკიცებას დეპარტამენტების დონეზეც ვცდილობთ, ჩვენთვის სასარგებლო მეტი გადაწყვეტილება რომ მიიღონ.

- ფიფაში სხვაგვარი ვითარებაა?
- საფეხბურთო ცხოვრებას ფიფა განსაზღვრავს, მაგრამ უფრო კონსერვატორული ორგანიზაციაა და უფრო ასაკოვანი ხალხი მუშაობს. ნიონში კი ფრანგული გავლენა და მეტი სითბოა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 64 /
მთავრობა სასცრაფოდ დაიჩირეტ სიჩინავა არველაზეები და .... ვეტერანე ბი რაც უქნეს ქართულ ფეხბურთს და რომ კრიან ჩუმად ვითომცდა არაპერი ხდება
vako
06 მარტი 2015 09:45
0
რეზო მარტო ცეცაზის დანიშვნისტვის ხარ დასაჩერი სხვაზე ხომ აგარ ვამბობ აგარაფერს
gela
06 მარტი 2015 09:39
0
სიჩინავა ტავის ვეტერანებთან ერთად ჩივადზის თამადობით დიდ ტომარაში და პირდაპირ მტკვარში .... ეგენი და ... არველაზეებო მიხედეთ სხვა საქმეს ხომ ხართ ბიზნეში და დაანებეთ ფეხბურთს თავი
kaxa
06 მარტი 2015 09:37
0
ან იქნები და ან არა იოცნებე .... შენ შეგაჩმევინებთ კიდევ ქარტულ ფეხბურთს და ვაგულავებთ მონა ვეტერანებს ისე არაგიდგა გვერდები ....
xishnika
04 მარტი 2015 16:55
0
tyuila ilandzgebit,momdevno 4 celi chemi prezidentobis dro ro iqneba davatyob chems xels qartul fexburts,
arveladze
04 მარტი 2015 11:51
0
სიჩინავა შე ნაცების .... მაგათგან გებულობ დირექტივებს რომ დაგუპო ფეხბურთი მოიცა რას გიზავთ თუ არ დაახვევ სასცრაპოდ მაქედან
gijua
04 მარტი 2015 11:15
0
დომენტი რომელი კლუბების იმედი გაქვს .... მოგალატეებათ გამოცხადდებიან კველა და აეკრზალებათ ხმის მიცემა ცადიიიი დომენტი რა გელოდება ნახავტ გერმანიის თამაშის ცინ აურაცხელი ხალხი მოვდივართ თქვენ გამოსაზევებლად და მერე გიშველოს პლატინიმ შე ნაცების და გოროზიას ...
kurtana
04 მარტი 2015 11:10
0
დანიშნე სასცრაფოდ არჩებნები დომენტი ...
fauna
04 მარტი 2015 10:35
0
+კუტივაზეს ან ხურცილავას ან კიდე გაბელიას რაგაუნდა მაქ რასაკეთებენ ერთ ადგილს ითბობენ მაგათ გაუთბობთ კარგატ რომ გამოვაბუნზულებთ

kaxa
04 მარტი 2015 09:13
0
პირველი დასაჩერი დომენტია და მერე არველაზე ამ შოვინისტის გვერდით რომ დადგა ვეტერანებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ისინი მოგალატეები არიან დაახვიეთ დროზე მაქედან თორემ ისე გაგიხდით საქმეს ერთმანეთს გაასცრებთ მაქედან
guja
04 მარტი 2015 09:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული