მას "ბარსელონაში" ან "რეალში" უნდა ეთამაშა - ჰიგინბითემი ქინქლაძეზე

AutoSharing Option
"დერბი ქაუნთის" ყოფილმა ვარსკვლავმა დენი ჰიგინბითემმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა: "აუტსაიდერის აღმასვლა - ჩემი ცხოვრება ფეხბურთში", სადაც ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ქინქლაძეც მოიხსენია.

როდესაც ჰიგინბითემი "დერბის" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა, ქართველი ფეხბურთელი უკვე ამ გუნდში თამაშობდა.

"სიმართლე ითქვას, გიორგის ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ყოფილიყო ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია. ის ასეთი გამოუცნობი იყო. მას ჰქონდა სათანადო ოსტატობა, რომ "ბარსელონაში" ან "რეალში" ეთამაშა".

აპრილში გამოშვებულ წიგნში ჰიგინბითემი სიამაყით იხსენებს ქინქლაძის გოლს 2000 წლის სექტემბერში "ლიდსთან" მატჩში (1:1).

გიორგი ქინქლაძე 1999 წელს იჯარით გადავიდა
"აიაქსიდან" "დერბი ქაუნთიში", სადაც 2003 წლამდე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შეეძლოში რას გულისხმობენ ეგ არ ვიცი, თუმცა ის ფაქტია რომ მას ეპატიჯებოდნენ, ლივერპული, და კუპერის ვალენსია, მაგრამ მან ბერ შეძლო რომ მიეტოვებინა სიტი, რომელიც პრემიერლოგიდან გავარდა, მერე ფრხი მოტყდა და ის გიო აღარ იყო, სიტის ერთგულებამ მათლა შეიწირა მისი კარიერა, თუმცა ეს ერთგულება რამდენად მიზანშეწონილი იყო მაგი თავად გიომ იცის
ratii
15:53 11-04-2015
0
ზაზა, მშვენივრად გამოხატეთ სათქმელი. დრო აღარ არის გავახილოთ თვალები? გმადლობთ.
3,141592
11:43 11-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული