მას "ბარსელონაში" ან "რეალში" უნდა ეთამაშა - ჰიგინბითემი ქინქლაძეზე

AutoSharing Option
"დერბი ქაუნთის" ყოფილმა ვარსკვლავმა დენი ჰიგინბითემმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა: "აუტსაიდერის აღმასვლა - ჩემი ცხოვრება ფეხბურთში", სადაც ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ქინქლაძეც მოიხსენია.

როდესაც ჰიგინბითემი "დერბის" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა, ქართველი ფეხბურთელი უკვე ამ გუნდში თამაშობდა.

"სიმართლე ითქვას, გიორგის ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ყოფილიყო ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია. ის ასეთი გამოუცნობი იყო. მას ჰქონდა სათანადო ოსტატობა, რომ "ბარსელონაში" ან "რეალში" ეთამაშა".

აპრილში გამოშვებულ წიგნში ჰიგინბითემი სიამაყით იხსენებს ქინქლაძის გოლს 2000 წლის სექტემბერში "ლიდსთან" მატჩში (1:1).

გიორგი ქინქლაძე 1999 წელს იჯარით გადავიდა
"აიაქსიდან" "დერბი ქაუნთიში", სადაც 2003 წლამდე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უძლიერესი ათიანი, სასწაული ფეხბურთელი, კაცი კრეატივი, მოკლედ ტალანტი, რომელსაც მართლაც უძლიერეს კლუბში უნდა ეთამაშა, რეალში, ბარსაში და ნებისმიერ გრანდში შესძლებდა თამაშს. უბრალოდ თავისი ხასიათიდან გამომდინარე მან ჩვენ წაგვართვა მისი გრანდში ხილვის შესაძლებლობა და იმ სიამაყის განცდის შესაძლებლობა რასაც ჰქვია "ბარსაში, რეალში..... ჩემი ქართველი თამაშობს, უფრო მეტიც, ის გუნდის ლიდერია".....
გულშემატკივარი
17:27 10-04-2015
0
Bolo dros cudad var ganckobili qinqladzeze.vpikrob rom is qurdia.romelmac sixaruli cagvartva.tumca neba misi iko.eseti agar dagvebadeba .
kaxa
18:09 10-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული