როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, 14 მილიონი ლარი - თავად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 6 მილიონი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.
მისივე განმარტებით, სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთვის 6 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მინისტრთა კაბინეტის სხდომას დავით ნარმანიაც ესწრებოდა.
"ფინანსთა სამინისტრომ დამატებით გამოგვიყო 6 მილიონი ლარი იმისთვის, რომ "დინამოს" სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები სრულად მოვაწესრიგოთ და დავასრულოთ ყველა ის, რაც უეფას სტანდარტებით არის გათვალისწინებული.
კერძოდ, ეს დაფინანსება მიმართული იქნება
ჯამში, სტადიონის კეთილმოწყობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, საიდანაც 14 მილიონი ლარი უშუალოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დავხარჯეთ, დამატებით 6 მილიონი ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ სტადიონი სრულად იქნება მზად, რომ 11 აგვისტოს ვუმასპინძლოთ უეფას სუპერთასს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
წყარო: interpressnews.ge