პირველად უეფას სუპერთასის ისტორიაში, ერთმანეთს ერთი ქალაქის გუნდები შეხვდებიან. მადრიდის "რეალს" შეუძლია ეს ტიტული ზედიზედ მესამეჯერ მოიგოს.
მადრიდული დერბი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა. ახლა "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაუპირისპირდებიან.
"რეალი" ამ მატჩამდე ტიტულებითა და რეკორდებით დახუნძული მოვიდა. ზინედინ ზიდანის "რეალის" შეჩერება ევროთასებზე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელია.
- 2017/18 წლების სეზონში "რეალმა", ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო
- "რეალი" შესაძლოა, ისტორიაში პირველად, უეფას სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ სამჯერ გახდეს
თუმცა ახლა "სამეფო კლუბს" ახალი მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ჰყავს, რომელმაც სირცხვილით დატოვა ესპანეთის ნაკრები და მუნდიალზე "ფურია როხას" გაძღოლას "რეალის" თავკაცობა არჩია.
ამას თავის დროზე დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა.
პერესი ლოპეტეგის ესპანეთის მწვრთნელის პოსტიდან გადაყენებაზე - აბსურდული რეაქცია იყო
მეორე მხრიდან კი, "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე თანაქალაქელი მტრის დამარცხებას შეეცდება. სიმეონემ გუნდში მთავარი დამრტყმელი ძალა ანტუან გრიზმანი შეინარჩუნა, რომელსაც თავისკენ "ბარსელონა" იხმობდა. ასევე, კლუბმა დიეგო გოდინს გაუგრძელა კონტრაქტი.
- "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის ბოლო 10 გამართული მატჩიდან 4-ში მოგება "სამეფო კლუბს" დარჩა, ხოლო 2-ჯერ "ატლეტიკომ" მოიგო, 4 მატჩი ფრედ დასრულდა
ყველაფერს ვიზამთ, რომ ბრწყინვალე მეტოქე დავამარცხოთ. "ატლეტიკო" შესანიშნავი გუნდია, სადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ. ეს გუნდი მაღალ დონეზე თამაშობს და იცის, როგორ უნდა ითამაშოს ევროთასების ფინალები.
ეს მატჩი, ფიზიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთული იქნება. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ "ატლეტიკოს" მოვუგოთ.
"რეალისთვის" ყოველთვის მნიშვნელოვანია მოგება, არა მარტო დღეს, არამედ ყველა ტურნირზე და შევეცდებით, ეს გავაკეთოთ. ეს ჩვენი ამოცანაა მიმდინარე სეზონზე".
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "გასულ სეზონთან შედარებით, გვინდა, მოვუმატოთ. მოლოდინი დიდია და ვიცით, რა არის ჩვენგან საჭირო.
ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს. ვმუშაობთ, რომ ახალწვეულები გუნდის ნაწილნი გახდნენ და ადაპტაცია გაიარონ.
გასახდელში ახალი ხალხი გამოჩნდა, მაგრამ ამასთან ერთად, ისეთი ფეხბურთელების გარეშე დავრჩით, როგორებიც ფერნანდო ტორესი და გაბი არიან.
გვიხარია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს, მაგრამ ამავე მიზეზით ისინი გვიან შემოგვიერთდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგადაა - გრიზმანი, ერნანდესი და ლემარი ჩემპიონებად დაბრუნდნენ. მათ გამარჯვებების მოპოვება სურთ.
ფეხბურთელებს "ატლეტიკოში" თამაში სურთ, ხოლო ახალგაზრდებს - აქ დარჩენა. შეხედეთ ერნანდესს, საულს, კოეკს, ტომასს, ხიმენეს... ისინი აქ იზრდებიან, ხოლო გუნდი მათთან ერთად იზრდება.
"ატლეტიკოში" დიდი ფეხბურთელები გადადიან და კლუბი ამაზე მუშაობს. ბოლომდე ვიხარჯებით, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ".
ვინც უნდა გაიმარჯვოს, უეფას სუპერთასი ზედიზედ მეხუთედ ესპანურ კლუბს დარჩება. სულ ესპანურ კლუბებს 15-ჯერ აქვთ მოგებული სუპერთასი.
ბოლოს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში, ნახევარფინალში შეხვდნენ. მაშინ "რეალმა" თანაქალაქელ მეტოქეს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:2 სძლია.
ესპანეთში გუნდები ერთმანეთს სულ 206-ჯერ შეხვდნენ. აქედან "სამეფო კლუბმა" 103 მატჩი მოიგო, 51 ფრედ დასრულდა, ხოლო 52-ში "ატლეტიკომ" იმარჯვა.
ესპანეთის ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონში "მეტროპოლიტანოზე" შეხვედრა 0:0 დასრულდა, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" - 1:1.
"ატლეტიკოს" სტადიონზე დაწერეს - ტიბო კურტუა ბოზის შვილია
კურტუა "ატლეტიკოში" 2011-დან 2014 წლამდე თამაშობდა.
"რეალს" აღარ ჰყავს პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო და მისი ღირსეული შემცვლელიც არ ჩანს, თუმცა, მეორე მხრივ, მეტი შანსი თავის გამოსაჩენად გარეთ ბეილს მიეცემა, რომელიც სეზონისწინა მატჩებზე მშვენივრად გაისარჯა და რამდენიმე შეხვედრა ლამის მარტომ მოაგებინა "რეალს".
ხოლო "ატლეტიკომ" გუნდის ფორვარდი ანტუან გრიზმანი შეინარჩუნა. ფრანგმა თავდამსხმელმა "რეალთან" ბოლო 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ზაფხულის ტრანსფერები
"რეალი"
მოვიდნენ: ვინისიუს ჟუნიორი (ფლამენგო), ანდრეი ლუნინი (ზორია), ალვარო ოდრიოსოლა (სოსიედადი), ტიბო კურტუა (ჩელსი)
წავიდნენ: ომარ მასკარელი (შალკე), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდი, იჯარა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, იჯარა)
"ატლეტიკო"
მოვიდნენ: ნეუენ პერესი (არხენტინოს ხუნიორსი), როდრი (ვილიარეალი), ანტონიო ადანი (ბეტისი), ჟელსონ მარტინში (სპორტინგი), ჯონი კასტრო (სელტა), ტომა ლემარი (მონაკო), სანტიაგო არიასი (პსვ), ნიკოლა კალინიჩი (მილანი)
წავიდნენ: ფერნანდო ტორესი (თავისუფალი აგენტი), გაბი (ალ-სადი), აკსელ ვერნერი (უესკა, იჯარა), ემილიანო ველასკესი (რაიო ვალეკანო), ჯონი კასტრო (ვულვერჰემპტონი, იჯარა), შიმე ვრსალკო (ინტერი, იჯარა), ანდრე მორეირა (ასტონ ვილა, იჯარა), ლუსიანო ვიეტო (ფულჰემი, იჯარა)