რომან ფიფია: იძულებული ვარ, "დინამოს" საფეხბურთო სკოლა დავხურო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას გაზეთი "ჩვენი თამაში" ესაუბრა.

ფიფიას თქმით, ის კლუბის საფეხბურთო სკოლის დახურვას აპირებს, ხოლო რაც შეეხება აკადემიის დახურვას, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"საქმე ისაა, რომ მიწის ნაკვეთი არ გვიწყობს ხელს, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სკოლამაც განაგრძოს ფუნქციონირება. ერთი პერიოდი "დინამოსთვის" იქვე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" ტერიტორიის გადმოცემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. ახლა კი სწორედ შესაბამისი ტერიტორიის არქონის გამო იძულებული ვარ, სკოლა დავხურო.

დიახ, სკოლის დახურვა გადაწყვეტილია, მაგრამ აკადემია ჩვეულებრივ იმუშავებს. გარკვეული ცვლილებები გვაქვს
დაგეგმილი, რის შემდეგაც აკადემიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება.

ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ "დინამოს" აკადემია ჩემთვის შვილივით არის, ბავშვებს შვილებივით ვუვლი და მათ არაფერს მოვაკლებ. "დინამოს" აკადემია თავის სათქმელს რამდენიმე წელიწადში იტყვის".

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ფიფიას თქმით, ეს გამორიცხულია.

მომზადებულია გაზეთ "ჩვენი თამაშის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
სფეხბურთო სკოლა არ არის დინამო?! გაზარდა გაყიდა გაზარდა გაყიდა.
აბა ლიგაზე რომ ფიქრობდნენ რაღაც ვერ ვატყობ...
0
დადგა დრო კორყფცია მოისპოსს
marina
15:20 06-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული