ვასილ მაისურაძე: არავინ არ უნდა დაინდონ!

AutoSharing Option
5 მაისს შსს-ის მიერ მატჩების გარიგების ფაქტებზე განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ "ლელოსთან" საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ სულ ვდარდობთ, რომ ქართულ ფეხბურთში ფული არ არის. გარიგებული მატჩები ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

ყველას აინტერესებს, უკვირს და ვერ გაუგია, საქართველოში ფეხბურთელები რატომ ვეღარ იზრდებიან. ასეთ გარემოში განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. იმიტომ, რომ ეს სიბინძურეები ბავშვებს ჯერ ესმით, მერე ეგუებიან და გაჭირვების გამო, შესაძლოა, ვიღაცამ გარიგებაზე ხელიც მოაწეროს და გაფუჭდეს.

ადრე ფეხბურთელები ლამის ღვთაებათა რანგში გადიოდნენ და მათზე ცუდის დაჯერება უჭირდათ. ახლა კი, უცებ აღმოაჩენ, რომ ფეხბურთი დიდ წუმპეშია და არც ვიცი, ამ ყველაფერს როგორ უნდა მოვუაროთ.

მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ დასრულდა "მსაჯების საქმე"? გავიდნენ თუ არა დამკვეთებზე? თუ ვერ გავიგებთ, სადაა გარიგებული თამაშების სათავეები, არაფერი გამოვა.

ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთს სერიოზული შეზანზარება სჭირდება. არავინ არ უნდა დაინდონ! იმიტომ, რომ ასეთ გარემოში ფულის მოზიდვასა და ფეხბურთის აღორძინებაზე ლაპარაკი სისულელე იქნება", - ამბობს მაისურაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თევზი თავიდან ყროლდებაო არ გაგიგიათ ბატონო ვასიკო?...ფედერაციაა ყველაფრის სათავე თუ არა, უმოქმედობით ხელშემწყობი ხომ 100%, ჰოდა რატომ ხმას არავინ იღებთ არჩევნების დროულად დანიშვნაზე?ძირფესვოანადაა შესაცვლელიყველა იქ დასაქმებული!
murtalo
03:40 07-05-2015
0

სიახლეები პოპულარული