"ჩვენ სულ ვდარდობთ, რომ ქართულ ფეხბურთში ფული არ არის. გარიგებული მატჩები ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
ყველას აინტერესებს, უკვირს და ვერ გაუგია, საქართველოში ფეხბურთელები რატომ ვეღარ იზრდებიან. ასეთ გარემოში განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. იმიტომ, რომ ეს სიბინძურეები ბავშვებს ჯერ ესმით, მერე ეგუებიან და გაჭირვების გამო, შესაძლოა, ვიღაცამ გარიგებაზე ხელიც მოაწეროს და გაფუჭდეს.
მაგრამ მე მაინტერესებს, როგორ დასრულდა "მსაჯების საქმე"? გავიდნენ თუ არა დამკვეთებზე? თუ ვერ გავიგებთ, სადაა გარიგებული თამაშების სათავეები, არაფერი გამოვა.
ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთს სერიოზული შეზანზარება სჭირდება. არავინ არ უნდა დაინდონ! იმიტომ, რომ ასეთ გარემოში ფულის მოზიდვასა და ფეხბურთის აღორძინებაზე ლაპარაკი სისულელე იქნება", - ამბობს მაისურაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"