ლიცენზირება: ზოგიერთი კლუბი თითს თითზე არ აკარებს...

AutoSharing Option
ე როვნული ჩემპიონატის კლუბების ლიცენზირების კიდევ ერთი პროცესი მთავრდება. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 13 აპრილს დასრულდა...

ისევე, როგორც შარშან, წლეულსაც ამ პროცესში 17 კლუბი ჩაერთო. 2015/16 წლების სეზონისთვის უეფასა და ეროვნული ლიცენზირების განაცხადი სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტში უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა მონაწილემ წარადგინა, გარდა რუსთავის "მეტალურგისა" - უფულობისა და გაჭირვების გამო ახლა კლუბში ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოახერხებენ.

განაცხადების შ
ესწავლა სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტში დიდხანს მიმდინარეობდა. სხვადასხვა სახის დოკუმენტაციასთან ერთად, კლუბებმა დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციაც წარადგინეს. ეს არის სწორედ ის ბარიერი, რის გამოც "მეტალურგი" პროცესში ჩართვას ვერ ახერხებს. რეალურად, ახლა რუსთავურ კლუბს დამფინანსებელი არ ჰყავს.

კახა მენთეშაშვილი
თავს მოტყუებულად გრძნობს და წინამორბედების დავალიანების გასტუმრებას არ აპირებს, მაგრამ პროცესის იგნორირებისთვის "მეტალურგს" სფფ-ისგან სანქცია დაეკისრება... თუმცა, ამაზე ბოლოში ვიტყვით.

შევიტყვეთ, რომ პირველი ლიგიდან პროცესში ჩართვის სურვილი მხოლოდ "საბურთალომ" და "ლოკომოტივმა" გამოთქვეს. თავდაპირველად, განაცხადი "გაგრამაც" წარადგინა, მაგრამ მერე საბუთები გამოითხოვა.

ლიცენზირების პასუხი მაისის ბოლოს გვეცოდინება. კლუბებს პირველი ეტაპის პასუხები უკვე შეატყობინეს. უეფას ლიცენზია სულ ხუთმა კლუბმა მიიღო, ხოლო ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, კლუბების ნაწილმა მოთხოვნები კვლავ ვერ დააკმაყოფილა.

როგორც გვითხრეს, ეროვნული ლიცენზია 9 კლუბს აქვს, მე-10 კი მის მიღებას კვლავაც იმედოვნებს. ოღონდ ლიცენზირებულთა ნაწილს შენიშვნების დაკმაყოფილება დაევალა.

მაგალითად, უკვე ვწერდით, რომ "დილამ" 5 ძირითადი კრიტერიუმი დააკმაყოფილა (სამართლებრივი, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრაციული და სპორტული), შესაბამისად, უეფასა და ეროვნული კატეგორიების ლიცენზიაც მიიღო.

წარმატებით გაიარა პროცესი უმაღლეს ლიგაში გადასულმა "საბურთალომაც", რომელმაც ასევე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, რა სასჯელი დაუწესდებათ ლიცენზიის არმქონე კლუბებს: სავარაუდოდ, მათ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მიეცემათ, მაგრამ 50-ათასლარიანი სანქცია დაუწესდებათ, პლუს ამას, უეფას მიერ ყველა კლუბზე დასარიცხ ყოველწლიურ დახმარებას, ეროვნულ ტურნირებში ბავშვთა გუნდების მონაწილეობისთვის გათვალისწინებულ 54 ათას ლარსაც ვერ მიიღებენ.

ხოლო, ვინც 50 ათას ლარს ვერ გადაიხდის, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ის გუნდი უმაღლეს ლიგაშიც ვერ ითამაშებს.

ასეთი მკაცრი სანქციები იმითაა გამოწვეული, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ზოგიერთი კლუბი ლიცენზირებისთვის თითს თითზე არ აკარებს, ნაწილი - გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათ ლიცენზირების ორგანოში აპელაციის შეტანის ბოლო ვადად 7 მაისი დაუთქვეს.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 81 გუნდია: უმაღლეს ლიგაში 16, პირველში - 19 (10 - A ჯგუფში, 9 - B ჯგუფში), მეორეში კი 46 (15 - აღმოსავლეთ ჯგუფში, 15 - დასავლეთში, 16 - ცენტრალურში). 81 კლუბიდან ლიცენზიას მაქსიმუმ 14-15 რომ იღებს, უკვე ყველაფერი ცხადია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
,,განსაკუთრებით" იმათ ვინც ბიუჯეტის კმაყოფაზეა :)))
irakli apkhaidze
16:18 06-05-2015
0
სანქციები უნდა მიიღონ. მერე ფულიც გამოუჩნდებათ და პატრონიც.
hahaha
15:55 06-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული