![](https://sportall.ge/pictures/image31/e937ded524173bd93efd51c283081aa5.jpg)
"მინდა, დიდი ბოდიში მოვიხადო იმ გადაწყვეტილების გამო, როცა ჩვენ შევიწყალეთ დაკავებული ფეხბურთელები. ბოდიში იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი რაღაც არ უნდა გააკეთო, რადგან ეს სხვანაირად ესმით.
ფეხბურთელს კი არა, კაცის მკვლელსაც პატიობენ, მაგრამ, ალბათ, მართლა შევცდით, როცა ვაპატიეთ, რადგან სხვებმა იფიქრეს, რომ არც ისეთი მკაცრი იქნებოდა შედეგები. ვერ გავითვალისწინეთ ქართული ფაქტორი", - განაცხადა სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"