"საქართველოში ეს არ უნდა გააკეთო" - ზვიად სიჭინავა ნანობს და ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ TVS-ის ეთერში გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით 8 პირის დაკავების ფაქტზე ილაპარაკა:

"მინდა, დიდი ბოდიში მოვიხადო იმ გადაწყვეტილების გამო, როცა ჩვენ შევიწყალეთ დაკავებული ფეხბურთელები. ბოდიში იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი რაღაც არ უნდა გააკეთო, რადგან ეს სხვანაირად ესმით.

ფეხბურთელს კი არა, კაცის მკვლელსაც პატიობენ, მაგრამ, ალბათ, მართლა შევცდით, როცა ვაპატიეთ, რადგან სხვებმა იფიქრეს, რომ არც ისეთი მკაცრი იქნებოდა შედეგები. ვერ გავითვალისწინეთ ქართული ფაქტორი", - განაცხადა სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ის ერთეული შემთხვევა არის, როცა მართალია ეს "კაცი". შენ დიდი წვლილი გაქვს ქართული ფეხბურთის დაქცევაში.
0
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ვადაგასული პრეზიდენტი ხართ. არველაძე კიდევ სულ ფედერაციაშია ხელმძღვანელ პოზიციებზე და მორალური უფლება არ აქვს პრეზიდენტობაზე პრეტენზია განაცხადოს, რადგან ამ პერიოდში სულ უკუსვლა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული