რევაზ არველაძე: ვთხოვ კოკაიას, მოეშვას ამ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, თორემ...

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ სატელევიზიო ეთერში ფეხბურთის ფედერაცია მძაფრად გააკრიტიკა და მის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს სკანდალური ბრალდებები წაუყენა.

"ლელომ" კომენტარისთვის მიმართა რევაზ არველაძეს, რომელმაც ეს გვითხრა:

"მე დავურეკე ილია კოკაიას. ამის პარალელურად, გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონდა ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მე ყველანაირად ვარწმუნებდი კოკაიას, რომ გუნდი თუ არ გავიდოდა კალენდარული მატჩის სათამაშოდ, ეს იქნებოდა სანქცირებადი.

კოკაიამ მითხრა,
რომ დიდი ხანია, ხელფასი არ აუღიათ ფეხბურთელებს, რომ არსებობს მათზე "გასვლის" საფრთხე და რომ ამის თაობაზე მეცნობებინა ზვიად სიჭინავასთვის...

ფეხბურთის ფედერაციაში შემოსულ ოფიციალურ წერილში თამაშზე არგასვლის ერთადერთ მიზეზად "ზესტაფონმა" უსახსრობა დაასახელა.

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, მფარველობენ ამ მანკიერ მოვლენებს, როგორ წარმოგიდგენიათ? ფედერაცია ერთი ხელით ებრძვის ამ მანკიერებას და მეორით მფარველობს?

ეს არის აბსურდი! არ ვეთანხმები და ვთხოვ ილია კოკაიას, მოეშვას ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს. თუ კიდევ გაგრძელდება ეს, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ", - გვითხრა არველაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დდ და რათუნდა ჩივილი შე დალოცვილო გამოძიება არის ამ საქმეზე დაწყებული და გინდა თუარ გინდა სასამართლოში მისვლა მაინც მოგიწევთ.
qutaiseli
15:28 08-05-2015
0
139-ე ადგილზე მიიყვანე ქართული ფეხბურთი, და კიდევ რომ იჩემები აი ეს არის ჩვენი ბრალი. რატომ რისთვის რაგინდოდა ზესტაფონთან, კოკაიამ სიმართლით ააშენა ეს გუნდი, შენ კი დაამხე და ქართული ფეხბურთი მოსპე, ჯერ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდში კი სტადიონიც მოსპეთ და სპორტიც, აი ესაა შენი გაკეთებული არასაქმე.
ქუთაისელი მართალი.
15:59 08-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული