ტელეკომპანია TVS-თან ინტერვიუში სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა:
"თბილისში პორტუგალიელებმა წარმომადგენლობითი ტექნიკური ჯგუფი გამოაგზავნეს. ნახეს "მიხეილ მესხის" მოედნის მდგომარეობა, სასტუმრო, სადაც დაბინავდებიან და ამ ყველაფრით კმაყოფილნი დარჩნენ".
სფფ-ის პრესატაშეს, ოთარ გიორგაძის თქმით, პორტუგალიის ნაკრები 8-დან 12 ივნისამდე სწორედ ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადება.
"ურთიერთობები ბევრს წყვეტს. ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობას პორტუგალიელებთან სწორედაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მათ ჩათვალეს, რომ თბილისში უკეთ მოემზადებიან".
თუმცა, რონალდოსა და პორტუგალიის ნაკრების ქართველ ფანებს იმედგაცრუება ელით: გიორგაძის თქმით, პირენეელთა ყველა ვარჯიში დახურული იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"