როგორც ფიფიამ განმარტა, ეს მისი პირადი ფულია და "დინამოს" არავისი ვალი არ აქვს. თბილისური კლუბის მფლობელმა ისიც განაცხადა, რომ ინფორმაციამ, რომელიც მედიაში გაჩნდა, ფეხბურთის ფედერაციიდან გაჟონა, ამისთვის კი უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხს აგებს.
"დინამოს" ვაჩუქე 50 მილიონ დოლარზე მეტი. ეს არის პირადად ჩემი ფული, ფირმიდან გადმორიცხული და ვალს არ შეადგენს. ეს არის პირადი ფული, ამიტომ ის ინფორმაცია, რომელმაც გაჟონა
ეს არ იყო სალაპარაკო თემა, მე არ ვასაჯაროებ ყოველ წელს, რამდენს ვხარჯავ "დინამოში". ის მოიკითხეთ, ვინ ხარჯავს სხვა ამ ქვეყანაში ფულს, თორემ მე რასაც ვხარჯავ, ერთხელ და ორჯერ ვთქვი და უხერხულია ვილაპარაკო იმ მილიონებზე, რაც "დინამოში" იხარჯება. ზოგიერთი მილიონ ლარსაც არ ხარჯავს. 32 მილიონი - ეს არის პირადად ჩემი ფული. დაწყნარდით, "დინამოს" არავისი ვალი არ აქვს", - განაცხადა რომან ფიფიამ.
კითხვაზე, თუ რატომ აწერია ეს თანხა "დინამოს" ვალდებულებებში, ფიფიამ განაცხადა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.
ასევე იხილეთ:
პრესკონფერენციის სრული ვერსია - "თქვენ გგონიათ, ფულის ხარჯვა მსიამოვნებს?"